ორშაბათი, დეკემბერი 30, 2024

პრემიერი: 2012 წელს ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, მათი მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყანას ტერიტორიის 20%-ის დაკარგვად დაუჯდა

2012 წელს კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა,რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა.

„2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის – ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება

აშშ-ის ფედერალურ გამომძიებელთა ჯგუფი სამხრეთ კორეას ავიაკატასტროფის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ისინი უხელმძღვანელებენ გამომძიებელთა ჯგუფს თავისი სააგენტოდან, „ბოინგიდან“ და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციიდან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ გამომძიებლები დაეხმარებიან კორეის რესპუბლიკის საავიაციო და სარკინიგზო შემთხვევების გამოძიების საბჭოს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია 179 ადამიანი. მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისი, სოფელი მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ის არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა...

პრეზიდენტს აქვს ერთი უპირატესობა, რომ იგი გახდება ფიგურა, ბევრს ასპექტში შეიძლება სიმბოლური, მაგრამ ეს სიმბოლიზმიც ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც დროშა, გერბი, პრეზიდენტის დროშა და პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“. „ეს საკმაოდ დიდი რესურსია იმისთვის, რომ საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მხოლოდ განცხადებებზე და მოწოდებებზე არ არის ლაპარაკი. იზრუნოს ყოველთვის, რესურსის მობილიზება გააკეთოს ყველა მხრიდან პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, სამთავრობო სტრუქტურები თუ საქველმოქმედო რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ჯერ - ჯერობით არ ჩანს. ეს ინიციატივები იქნება ის მთავარი მიმართულება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოჰკიდებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, პატრიოტი, თავდადებული, რომელსაც ცოდნის საკმაოდ ფართო სპექტრი გააჩნია სპორტული ცხოვრებიდან და დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, სადაც იგი კარგა ხანია არის და შესამჩნევი ფიგურაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე,...

გაუქმებული ავტოკეფალია, გაპარტახებული საეკლესიო ცხოვრება. მოშლილი იყო და თავიდან იქმნებოდა ყველაფერი: ლიტერატურა, ლოცვანები, ხატები, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. დეკანოზმა გაიხსენა თუ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, სანამ პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდებოდა. „მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჟურნალებიდან ამოჭრილი ხატები ფიცარზე და მუყაოს ნაჭერზე ჰქონდა ხალხს დაწებებული და ეს იყო მათი სალოცავი კუთხე. სახარება ხელმიუწვდომელი იყო. დღეს რომ ადამიანი ხატის დანახვისას სიხარულს ავლენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შევიცვალეთ ჩვენ“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა, წარსულში მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებები გადაიხედება

ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით გასული ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები. „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები