ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

პრემიერ-მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWTO) სხდომას მასპინძლობს. სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. ის ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს.

„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ქვეყნებთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გამო“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურიზმს უდიდესი ზიანი მიაყენა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა წინა წლებში ქვეყანა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.ჯაფარიძის განცხადება ოპოზიციურმა მედიამ და რადიკალურმა ოპოზიციამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გაავრცელა - თითქოს დეპუტატი ემხრობა სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.საკითხზე ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა თავისი პოზიცია. მისი სიტყვებით, მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მაინერების პრობლემას და თქვა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან:„ოპოზიციური ტელევიზიების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშნულებაა, რომ „ფეიკი“ გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ მოსახლეობასთან პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობის ხარჯზე კრიპტომაინინგით არის დაკავებული. მთავრობა უფასო ენერგიას აძლევს მოსახლეობას და ამ დროს, ვიღაცები ამ ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებენ. ამ საკითხზე ვისაუბრე და გაუგებარია ჩემთვის, რას მოჰყვა სპეკულაცია.რომ მეთქვა, კარგია, მოსახლეობას აუცილებლად უნდა დაუწესდეს გადასახადი - სხვა თემაა, მაგრამ მე სხვა რაღაც ვთქვი - სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება არ დატოვებს მოსახლეობას პრობლემების პირისპირ, მოულოდნელად არ ჩაუჭრის ელექტროენერგიას. ჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ მაინერებს, რომ დადგინდეს - რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. ჩემს ინტერვიუში ვთქვი ისიც, რომ ვინაიდან ყაზბეგში არის შეშით მომარაგების პრობლემა, ამიტომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადს უსუფსიდირებს. დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და, აქედან გამომდინარე, მათ არ შეექნებათ პრობლემა. მით უმეტეს, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის და მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში კი, დღესდღეობით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ მთელი სვანეთის მოსახლეობას აქვს პრობლემა ამ უკანონო მაინინგების გამო, ვინაიდან დენის ძაბვა 220 ვოლტი კი არა 140 ვოლტიც არ მიეწოდება, უფრო მეტიც, ხშირია ელექტროენერგიის საერთოდ გათიშვის შემთხვევებიც. სწორედ ამის გამო მოსახლეობა ელემენტარულად სარეცხ მანქანას, ტელევიზორს, უთოს და ა.შ. ვერ რთავს და ესეც პრობლემაა. ხოლო როდესაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში მესტიაში - სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდში ჩამოდის ტურისტი და მას საბაგირო ხვდება გათიშული, ეს არის სრულიად დაუშვებელი.აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში 2012 წლამდე სულ ერთი სასტუმრო და რამდენიმე „გესთჰაუსი“ იყო, დღეს კი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, ყველას აქვს ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა და ყველა ის სერვისი, რისი მიწოდებაც მოსახლეობას ტურისტებისთვის შეუძლია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც იდგმება მმართველი გუნდის მიერ. სწორედ ამის დადასტურებაა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს ჩემი ნათქვამი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს და ჩემს ნათქვამზე პრეტენზია აქვთ, ბატონებო, იქნებ დაინტერესდეთ ბოლომდე იმით, რაც ვთქვი და მაინცდამაინც „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ნიუსებით არ იმსჯელოთ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე – იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, ვინაიდან, უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით.ევროპარლამენტარის თქმით, ანგარიში „ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით”„ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე.დამოუკიდებელ მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება .რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს”, - განახადა გრეგოროვამ.გრეგოროვამ ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ, მისი თქმით, ყოველწლიური ანგარიში დაფინანსების გაჩერების საკითხშიც დაეხმარება.“ყოველწლიური ანგარიში, რეზოლუციებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მხრივ, თუ როგორ ვუდგებით საქართველოს, როგორც მთლიანად ევროკავშირი. გარკვეულ სტანდარტს ვაყალიბებთ, როგორც ევროპარლამენტი და ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ სანქციებისა და სხვა რაღაცების გარდა, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ღია დაფინანსება გარკვეულ დონეებზე. ეს აუცილებლად არაა მთავრობის მიმართ, ეს შეიძლება ადგილობრივი იყოს, ადგილობრივი რეფორმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც ფულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიდის ევროკავშირისგან.ეს ანგარიში, თუ ის ნეგატიური იქნება - და გეუბნებით, რომ ნეგატიური იქნება - დაგვეხმარება ამ დაფინანსების გაჩერებაში. ასე რომ, დაფინანსების მხრივ და პოტენციურად სანქციებთან ერთად, ამას აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.გრეგოროვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსურად მხარდაჭერილია რუსული კავშირებით.„რა თქმა უნდა, ის ძალიან სავარაუდოდ ფინანსურად ნაწილობრივად მხარდაჭერილია მათი კავშირებით რუსეთში - “როსატომისა” და მსგავსების მიერ. ასე რომ, სანამ მათ ეს მილი აქვთ, ისინი დამოკიდებული არ არიან ევროკავშირზე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს მილი არსებობს”, - განაცხადა გრეგოროვამ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან

ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა დაჩაგრულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, ასევე უზრუნველყოს, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტებისთვის პასუხისმგებელმა ქსელმა კანონისა და ისტორიის წინაშე აგოს პასუხი.„ისინი, ვინც ჩვენს გეოგრაფიას იმ ზვიგენებივით ესხმიან თავს, რომლებმაც სისხლის სუნი იგრძნეს, საბოლოოდ აგებენ პასუხს დაღვრილი სისხლისთვის და დაჩაგრულთა ზეციური ძახილი ადრე თუ გვიან მჩაგვრელებსაც დაეწევა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაგზავნა.აზერბაიჯანული მედიის თანახმად, დღეს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით გაიგზავნა 984 ტონა დიზელის საწვავი, რომელიც 17 ვაგონისგან შედგება.აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ექსპორტირებულია 12 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2 955 ტონა AI-95 ბენზინი.

ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება

ნანა ჟორჟოლიანმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.მან ამის შესახებ ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პარტიის განახლებაში მონაწილეობას მიიღებს კმაყოფილი იქნება. “მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება.ჯერ ერთი ძალიან სწორ მოდელს შექმნის გარე ველისთვის და გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მერე ეს იდეა მხიბლავს. ჟურნალისტიკაში რაც გავაკეთე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გავაკეთებ, მეტი რესურსი აღარ არსებობს და თუ ამასაც მოვახერხებ, რომ ამ პარტიის განახლება და თავიდან აღმოცენება შესაძლებელი იქნება, ძალიან მომეწონება, რომ ამის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები.”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ბოლო სიახლეები