ორშაბათი, ივლისი 7, 2025

პრეზიდენტი ხელისუფლებას: 2023 წლის 7-8 მარტს ხალხმა გითხრათ, როგორი მომავალი სურს, რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას

ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია – ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება. ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

“ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?

ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთარი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა.

ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა – არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა  დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის.

2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით.

2022 წლის  4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.

2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას.

ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია – ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება.

რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში  ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.

ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით – მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და  ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება: დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.. უფალო შემიწყალე! ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. დიდება უფალს! ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ. დამეხმარე, უფალო! კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. მადლობა უფალო! გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები