ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

პრეზიდენტი ემიგრანტებს: გამოფხიზლდით! დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა!

ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით !
დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის  ჩახჩობის შესახებ … დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ევროპა კარგია მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!
პიზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელცოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.
პს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან ✊🇬🇪” – წერს სალომე ზურაბიშვილი:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტი დროებით დაიხურა

მოსკოვში და მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება. შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს. "სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.    

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ევრონიუსის“ ცნობით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა. წყაროს ცნობით, რაკეტა გაუშვეს გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა. „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ ლაინერს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ მფრინავები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ეკიპაჟი კასპიის ზღვის გაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გადაამისამართეს. არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო. ამასთან, აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რაკეტა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს. რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის ტერიტორიის თავზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ლაინერის ფრენის დროს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდნენ.

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს შეეხება, განსაკუთრებით, როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები შეწყალების უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ. „ერთიანი ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ფორმატმა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით შედგება, გაამართლოს საზოგადოებრივი მოლოდინი და უზარმაზარი ენერგიის კონვერტაცია კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში მოახდინოს. ლიდერი არის ის, ვისაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ასეთი ნდობით დღეს ნამდვილად სარგებლობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, განსაკუთრებით როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება. ჩვენთვის უწიგნური, ანტიევროპული ყაველაშვილი არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმურ წარმომადგენლად დარჩება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ 29 დეკემბრამდე მას შეუძლია იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება, რასაც შეწყალება ჰქვია. საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები ამ უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, დღეს არის ის მომენტი, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს და დაგმოს პოლიტიკური დევნა, რისი მსხვერპლიც „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის და რისი მსხვერპლიც შეიძლება თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდეს“. „მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დაბრკოლებისა, ზურაბიშვილს ამ ეტაპზე აქვს დიდი საზოგადოებრივი ნდობა. მეორეა, როგორ ხდება ამ ნდობის კონვერტაცია პოლიტიკურ შედეგში. ეს მთლიანად არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. მიუხედავად იმ უთანხოებისა, რომელიც შეეხება მისი უფლებამოსილების არგამოყენებას შეწყალების ნაწილში, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და სხვა პარტიებისთვისაც, ვართ და ვიქნებით ყველგან, სადაც არის და იქნება ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის იმ ფორმატში, რომელიც დგება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები