შაბათი, ნოემბერი 23, 2024

პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ბარამიძე: მოთხოვნაზეა საუბარი და არა რამის ხვეწნაზე! მიშას გათავისუფლება პრეზიდენტის, სალომეს ზურაბიშვილის ვალდებულებაა

"ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილისგან მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს. "რაც შეეხება  ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, (რომელსაც, ბოლოდროინდელ  ბევრ განცხადებაში ვეთანხმები) ბევრმა იკითხა, უნდა მოვთხოვოთ თუ არა მას მიშას გათავისუფლება?  აი ხომ არ შევაწუხებთ, ხომ არ გაბრაზდება, გაგვინაწყენდება  და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ცხადია უნდა მოვთხოვოთ, აბა რა უნდა ვქნათ? მოთხოვნაზეა საუბარი და არა რამის ხვეწნაზე! მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ მიშას გათავისუფლება  ქალბატონი სალომეს (როგორც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფის) არა მარტო უფლება,  არამედ ვალდებულებაცაა. და სწორედ მისი ამ ვალდებულების შესრულებას  მოვითხოვთ მისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ მის გულწრფელობას,  რომ მას მართლა უნდა საქართველო იხილოს როგორც ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტისა და რუსული რეჟიმისგან თავისუფალი ქვეყანა. რა ევროპულ სტანდარტებსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობს იგი, თუ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს, (მით უფრო  როგორიც პრეზიდენტი სააკაშვილია) და შეუძლია და არ ათავისუფლებს? მარტივია, როცა ქვეყნისთვის სასარგებლო და პრინციპულად სწორი გადაწყვეტილების მიღება  შეუძლია  და შეგნებულად არ დგამს ამ ნაბიჯს,  ესეიგი უბრალოდ თავის კერძო პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და არა ასრულებს მის საპრეზიდენტო  მოვალეობებს. თავისუფლება მიშას! თავისუფლება საქართველოს!🇬🇪✊✌️" - წერს გიორგი ბარამიძე.

დეკანოზი შალვა კეკელია – პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა, ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, შალვა კეკელიამ განაცხადა. „აქციებში არანაირად არ ვერევი. მინდა, ყველამ ერთი რაღაც გაიაზროს, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს. ქრისტეს მსახურებაა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან. უმთავრესია, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ეკლესიასთან და ღმერთთან. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ უშველის, საქართველოს მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, მეგობარი ქვეყანა არასდროს გვყოლია, ეს ქვეყანა დედაღვთისმშობელმა და ღვთისმშობლის ერთგულებამ გადაარჩინა. არასდროს, არცერთი ქვეყანა გვერდით არ დაგვდგომია. უნდა გაიგოს ყველამ, ღვთისმშობლის და მისი ერთგულების გარდა ეს ქვეყანა ვერ გადარჩება ვერასოდეს“, – განაცხადა დეკანოზმა, შალვა კეკელიამ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქრისტიანისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. „მიუღებელია ადამიანი, რომელიც უზრდელობს, ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ეკლესია ყველა მათგანს ემიჯნება. როგორ შეიძლება, ეკლესია რომელიმე ძალადობის მომხრე იყოს, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა დეკანოზმა.

ირაკლი ქადაგიშვილი: პირველი სხდომის გახსნას სჭირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება, რომელიც გაგვაცნობს არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომელიც პრინციპში უკვე გამოქვეყნებულია

მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სამანდატო კომისია განიხილავს შემოსულ ყველა დოკუმენტაციას პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. „პირველი სხდომის გახსნას სჭირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება, რომელიც გაგვაცნობს (არჩევნების) საბოლოო შედეგებს, რომელიც პრინციპში უკვე გამოქვეყნებულია. ამ პერიოდში სამანდატო კომისია განიხილავს შემოსულ ყველა დოკუმენტაციას პარლამენტის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე იქნება კენჭისყრა და დამტკიცდება პარლამენტის უფლებამოსილება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს  შეიკრიბება/

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანების დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ რომის კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული

ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლის ღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.

ბოლო სიახლეები