კვირა, მარტი 1, 2026

პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.

მისი თქმით, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველა უნდა ხედავდეს, რომ სამეზობლოში მორიგი ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, ჩვენი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მშვიდობას. “პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ: სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო საერთაშორისო სამართლის დაცვით ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა,” – წერს ანანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-სა და ისრაელის ქმედებები საერთაშორისო სამართალს და ურთიერთობების ძირითად ნორმებს არღვევს – ვგმობთ სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე მიუღებელია და სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს.მისი თქმით, ჩინეთი გმობს „სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას“.ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პეკინი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება შესაძლოა სახიფათო უფსკრულში აღმოჩნდეს“.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის ქმედებები „არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს“. მისი თქმით, ჩინეთის პოზიციაა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.

ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენს, გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ.აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს, მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ალიევის წერილში.

ანტონიუ გუტერეში – ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება

ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.„ამერიკისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა გუტერეშმა.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო – ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოხდა ჩანაწერის შესწავლა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია – სახალხო დამცველი

„ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეისწავლა.„პრაიმტაიმი“ კომენტარისთვის სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს დაუკავშირდა.„მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენი მოთხოვნით მოხდა ჩანაწერის დაარქივება. ადგილზე მოხდა მისი შესწავლა და შესაბამისი ოქმის შედგენა. მოკვლევის  შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდში როცა მითითებული იყო მისი გაყვანის თაობაზე, თუ  არ ვცდები მითითებული იყო 5 თებერვალი, ის ნამდვილად იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მას თავისი საკანი არ დაუტოვებია“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ სახალხო დამცველმა.

ბოლო სიახლეები