ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

„პოლიტიკო“ – ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა

ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლის და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, რომ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, სამუშაოზე ერთი დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი თავისუფლად იგრძნო, გადაელახა ის, რაც მათ მიაჩნიათ დამკვიდრებულ ენად.

„ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირის გარდაუვალი საფრთხის შესახებ.

„თუ მას მოუსმენთ, ჩანს რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებიული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსუსრვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.ოხანაშვილი აქამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე შესაბამისი კანონპრეოექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანო კი მას 15-18 აპრილს განიხილავს.

შალვა პაპუაშვილი – „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, რომ ევროპული დედაქალაქებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან

როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას.„საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში საელჩოების უმრავლესობა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი

საქართველოში საელჩოების უმრავლესობა აშკარად და პირდაპირ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.ამგვარად, დეპუტატი გუშინ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებას გამოეხმაურა.„საელჩოები საქართველოში, უმრავლესობა მათგანი გადაქცეულია„კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად, აშკარად და პირდაპირ. კანონით აკრძალული რაც არის იმას ისვრიან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშია აკრძალული, აშშ-ია აკრძალული ფეიერვერკები. რატომ არ გამოდიან ახლა და რატომ არ გმობენ იმას, რომ აქციაზე ამ კანონს არღვევენ. ისევ ფანჯრები ჩაიმსხვრა საქართველოს პარლამენტში და ა.შ. ეს ხომ პირდაპირი მონაწილეობა და წახალისებაა იმ რადიკალური პროცესების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ საელჩოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.

ბოლო სიახლეები