ორშაბათი, მარტი 24, 2025

პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა whoscored-მა შეადგინა, რომელმაც საქართელოს ნაკრებიდან მეკარე გიორგი მამარდაშვილი (7,9), ნახევარმცველები, გიორგი ქოჩორაშვილი (7,8) გიორგი ჩაკვეტაძე (7,6) და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე (8,8) გამოარჩია.

„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა სომხეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა და არა მხოლოდ მატჩის, არამედ სათამაშო დღის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო სამეულშია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუფე შიო მუჯირი – პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან...

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც… არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ე.ი. თავს იკავებდა არასამარხვო საკვებისგან, ცდილობდა, თავი შეეზღუდა და შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მავნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა, უარი ეთქვა სხვადასხვაგვარ სიამოვნებასა და გართობაზე, ე.ი. ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმეს შეიძლება სულმოკლეობაც დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა.ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს: საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთ, ვემთხვევით და ვგალობთ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: „თაყვანის ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი“. აი, დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან, როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც, ვინც ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და იღებს უკვდავებას; და როგორც მარხვით და თავშეკავებით, ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი, წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები.რატომ ვცემთ თაყვანს პატიოსან ჯვარს? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე, რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტმოქმედისთვის, მტრისა და ცოდვილისთვის. აი, სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნებსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისა და ცოდვილებისთვის.აი, ასეთი ღვაწლი აღსრულდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვარზე. როდესაც ვფიქრობთ ამაზე და თაყვანს ვცემთ წმინდა ჯვარს, ვფიქრობთ, რომ ოდნავი, მისხალი მაინც გვქონდეს ასეთი სიყვარულისა, რომ მტრისა და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში.პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, იმიტომ, რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღდგა მკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს.ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის: ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ა.შ. მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ იმ ადამიანის რწმენისა და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს.აი, ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, მღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ““, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

რა თქვა სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.„ყოველთვის გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე, აუცილებელი იყო B დივიზიონში დარჩენა. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ძალიან მომეწონა მოედანზე შესული ფეხბურთელები.მიქაუტაძე ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, უფრო მაგარიც გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სეზონები ექნება და თუ თავის კლუბში ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. გოგლიჩიძე ძალიან მომეწონა, მაგრამ მასთან ერთად, ლოჩოშვილმაც პირველ მატჩში კარგად ითამაშა.დღეს საბას გვერდით კაშია ჰყავდა და მისი პროფესიონალიზმი უფრო დაეხმარა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დაცვაში სწორი მიმართულებით მივდივართ. საბას სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. ზაფხულში პრიორიტეტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იქნება. ახალგაზრდები სლოვაკეთში გაემგზავრებიან და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.რაც შეეხება ბუდუს, ის ნაკრებს კარგად ეწყობა, მაგრამ მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სათადარიგოზე დატოვება შეუძლებელი იყო. მესმის, შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ვეტყვი, რომ თავიანთ კლუბებში ფორმა შეინარჩუნონ და შანსს აუცილებლად მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდების ნაკრებს დავუპირისპირდებოდი.ესპანეთს ბოლო რამდენიმე წელში ბევრჯერ ვეთამაშეთ და ამიტომ სიახლეებს ვისურვებდი. მაგრამ ამას საბოლოო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. მთავარია მოედანზე მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა.ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება... შესაძლოა, ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები, მეტოქესაც გააჩნია... ამიტომ ბევრი სქემის დალაგებაა საჭირო,“ - განაცხადა მწვრთნელმა.

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სპორტული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას – ირაკლი კობახიძე

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს,ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

ბოლო სიახლეები