ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“ – მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ,ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.

პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე.

საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა.

თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მომსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.

პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან დავით ფერაძე შეცვალა.ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სარჯველაძე – არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში

არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. დაწყებული იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონი სოზარი ხელმძღვანელობდა შესაბამის სამინისტროს, ძალიან აქტიური ტემპია და სხვადასხვა პროგრამებით, ძალიან ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასშტაბური მშენებლობები, საქართველოს ხუთ ქალაქში, პარალელურად მიმდინარეობს.„ახლა მიმდინარე პროექტები რაც ხორციელდება, ეს არის 11 საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ თბილისში. მშენებლობები მიმდინარეობს: რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 6 ათასი ოჯახი განსახლდება ამ ბინებში და უახლოეს მომავალში, პერიოდულად, დასრულდება. ყველაზე ადრე, მშენებლობა დასრულდება ქუთაისში და დევნილებს ბინები გადაეცემათ. შემდეგ თბილისში, სადაც რამდენიმე კორპუსის გახსნა იქნება შესაძლებელი და ასე გაგრძელდება. სულ ბოლოს, ამ პროექტებს შორის, დაიწყო ზუგდიდის პროექტი, თუმცა, იქაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს მშენებელს და ვფიქრობთ, სწრაფად იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბინების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება. კორპუსების მშენებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა, ალტერნატიული პროგრამებიც, როგორიცაა მაგალითად ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და მოვაჭრეთა თხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკანდგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.აქვე მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.„ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პედიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კახა კალაძის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.„ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცი და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, – აღნიშნა მერმა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც სარგებლობს საზოგადოებაში დიდი პატივისცემით, ნდობით, გააჩნია მაღალი რეიტინგი” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება, რომლის ვინაობაც რამდენიმე საათში გაირკვევა. როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოებაში დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობს."პარტიას ეყოლება თავმჯდომარე, რომელიც სარგებლობს საზოგადოებაში დიდი პატივისცემით, ნდობით, გააჩნია მაღალი რეიტინგი. თვითმმართველობის არჩევნები არის კარს მომდგარი. სწორად ამ საკითხებზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზეც იქნება შესაბამისი მსჯელობა და საუბარი პარტიის ყრილობაზე, ასე რომ დაველოდოთ ყრილობას და მისი შედეგები იქნება ის სასურველი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მის წინსვლას და განვითარებას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ასევე, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ნ.ს., 1986 წელს დაბადებული ო.გ., 2005 წელს დაბადებული ა.ა., 1999 წელს დაბადებული შ.ი., 1999 წელს დაბადებული მ.გ., 1996 წელს დაბადებული დ.ა., და 1975 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უ.მ.დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი", „ჰეროინი“ „ალფა-პვპ", „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები