შაბათი, ივლისი 5, 2025

პირველად ისტორიაში – სიბრმავე განიკურნება: მეცნიერებმა რქოვანა პრინტერით დაბეჭდეს

3D-ბეჭდვა არამხოლოდ ახალი დეკორაციების ან მარსის კოლონიზაციისთვის საჭირო ინსტუმენტებისთვისაა განკუთვნილი – ოდესღაც იგი კაცობრიობას სიბრმავისგან გადაარჩენს.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა დაებეჭდათ 3D-პრინტერით ადამიანური რქოვანა – თვალის კაკლის გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც ფერის გარდატეხასა და ფოკუსირებაზეა პასუხისმგებელი.

რქოვანის დაავადებით, დაზიანებით თუ დამწვრობით გამოწვეული სიბრმავე 5 მლნ ადამიანს აწუხებს, კიდევ 10 მლნ ადამიანი კი რქოვანის გადანერგვისა და აღდგენის ოპერაციის მოლოდინშია. ახლა შესაძლებელია რქოვანას დონორობა გარდაცვალების შემდეგ, თუმცა დონორობის მსურველთა რაოდენობა არაა საკმარისი ყველა პაციენტის განსაკურნებლად.

ხელოვნური რქოვანას დასამზადებლად, გუნდმა არც ისე ძვირადღირებული 3D-პრინტერი გამოიყენა. იგი „ბიო-მასალის“ ფენას ქმნის კონცენტრირებული წრეების სახით, რაც რქოვანას ფურცლის ფორმას აძლევს. შემდეგ ნაკეთობას უმატებენ ღეროვან უჯრედებს და აძლევენ გაზრდის საშუალებას, რათა ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი რქოვანა შექმნან.

პირველად ისტორიაში - სიბრმავე განიკურნება: მეცნიერებმა რქოვანა პრინტერით დაბეჭდეს

არ იფიქროთ, რომ რქოვანა ისეთივე ცისფერი იქნება, როგორც ფოტოზე ჩანს – იგი სრულიად გამჭვირვალე ხდება.

– „ჯგუფის მკვლევარები ეძებდნენ იდეალურ ბიო-მასალებს რქოვანას შესაქმნელად. ჩვენი უნიკალური გელი შექმნილია ალგინატისა და კოლაგენისგან, იგი უნარჩუნებს ღეროვან უჯრედებს სიცოცხლეს. მასალა საკმაოდ მყარი გამოდის ფორმის შესანარჩუნებლად, ამავდროულად კი საკმაოდ რბილი იმისათვის, რომ 3D-პრინტერით დაიბეჭდოს.“

მეცნიერების ამ ნაშრომებში გამოიყენეს წინა ნაშრომებიც, რომელთა არსიც ცოცხალი უჯრედების ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში შენახვაში მდგომარეობდა ანალოგიური ჰიდროგელის დახმარებით.

ახლა მათ გამოყენებისთვის მზა ბიო-მასალა აქვთ, რომელიც შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს ბიო-ქსოვილების მარტივად დაბეჭდვისა, ისე, რომ არ დახარჯონ დრო ცალკეული უჯრედების გამოყვანაში.

ორგანიზმში ქსოვილების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რქოვანა არ შეიცავს სისხლძარღვებს, რაც ამარტივებს ტრანსპლანტაციის პროცესს.

იმისათვის, რომ სწორად გაზომონ რქოვანას ფორმა და ზომა, ჯერ გამოიკვლევენ პაციენტის თვალს. მეცნიერების თქმით, ეს მეთოდი საშუალებას მისცემს ექიმებს, გადაუნერგონ პაციენტებს მათ თვალზე მორგებული რქოვანები.

პროფესორმა კონონმა დაამატა:

– „ახლა ჩვენი ხელოვნური რქოვანა გადის სხვა გამოცდებს, რათა რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლოთ მათი გადანერგვა. თუმცა, უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს დღე ნამდვილად დადგება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია შექმნა რქოვანისა, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება პაციენტს.“

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს – დეტალები

28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,  საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.საზაფხულო რეჟიმი როგორც წინა წლებში, დაახლოებით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

საბა ბუაძემ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და პოლიტსაბჭო დატოვა, პარტიაში კი, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლებამდე რჩება

დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე პოლიტსაბჭო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.მისივე განმარტებით, რჩება პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.„მეგობრებო, ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიის პოზიცია რადგან უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი; ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე“, – წერს ბუაძე.როგორ დღეს გახდა ცნობილი, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე – 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი, ჩვენ შევდივართ...

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა.„სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ! დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ. სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“ „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!ბრძოლა ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით! ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით! ბრძოლა არჩევნებში – 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით! საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფების მიცემა, ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში.აქვე, მინდა, მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა, ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.როგორც გამოჩნდა სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც, ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა, ერთობლივად მოსაგებია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი დიალოგი ჰქონდა და საუბრით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია.ტრამპის თქმით, ზელენსკისთან „კარგი დიალოგი ჰქონდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს“.ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დასმულ კითხვას, ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.„ჩვენ ვეხმარებოდით მათ და კვლავ განვაგრძობთ დახმარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.რაც შეეხება Patriot-ის სისტემების გადაცემის პერსპექტივას, ტრამპის თქმით, „ეს შესაძლებელია“.

თინა ბოკუჩავა – დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც

ძალიან, უკიდურესად სამწუხაროა, „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ბოკუჩავას შეფასებით, დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.„ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი – ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი. არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ბოკუჩავა.

ბოლო სიახლეები