„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას, ჩამოიშლება ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო“. ცისკარიშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, მათ შორის, იშველიებს ბანგლადეშის და სირიის მაგალითს და აცხადებს, „ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა“. „ეს ყველგან გვინახავს, ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ რამდენიმე თვის წინ ბანგლადეში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის არჩევნები, რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნები რა თქმა უნდა, მიუღებელია.“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
პეტრე ცისკარიშვილი- ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდამრღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს."რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში ისრაელის საელჩო – ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც
საქართველოში ისრაელის საელჩო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკეტილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.საქართველოში ისრაელის საელჩო აღნიშნავს, რომ ასე ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურება.„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია და საკონსულო მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი. განახლებებისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა
ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა.
სოზარ სუბარი – დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ
დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.„ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, როდესაც NGO „სამართლიანი არჩევნები“ USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის გამო 4.5 წლით...
,,გახარია საქართველოსთვის-მურუსიძის სასამართლოს პირობებში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა პატიმრობაში გაატარეს მხოლოდ 3.5 წელი, 21 წლის მათე დევაძეს კი ჯოხის მოქნევის გამო 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა''-წერს გახარია საქართველოსთვის.