შაბათი, მაისი 24, 2025

პეტრე ცისკარიშვილი – გიორგი გახარია არის პარლამენტარი, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ

გიორგი გახარია არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას აქვს იმედი, რომ აიკრძალება ყველა პარტია, მათ შორის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა სურთ, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მათი ოპოზიციური გაერთიანება დარჩეს.

„გიორგი გახარია თავად იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას უბრალოდ მინდა, შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება. პირველ რიგში ჩვენს პარტიას ერჩიან, „ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს, გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია. ამის იმედი აქვთ ამ ადამიანებს, რაც თავისთავად არის აბსურდი. ჯერ ერთი, ასე არ ხდება დიქტატურულ რეჟიმებში და მეორეც, ასე რომც მოხდეს, არანაირი ოპოზიციური ხმები მათ სასარგებლოდ ნამდვილად, არ წავა“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია არის ცირკი. ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ.

„პირველივე დღიდან, არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ ეს არის ცირკი, ეს არის პიარისთვის, მხოლოდ. იმას ემსახურება, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პიარული ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ორგანიზაციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ ჩამოართვან საბუთები, გააუქმონ, კანონგარეშედ გამოაცხადონ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. არანაირი წესდება და იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება, ბეჭდური სხვადასხვა მასალა და საბუთები არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც არის საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის იდეა. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების, ჩვენი უსაფრთხოების იდეა და ეკონომიკური წარმატების იდეა, რასაც ემსახურებოდა მიშა სააკაშვილი, მისი ადმინისტრაცია, რა დიდ წარმატებებსაც იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია, ეს იდეა აუცილებლად მოვა საქართველოში და თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვის. საბუთებს ჩამოართმევენ თუ არ ჩამოართმევენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის მეასეხარისხოვანი“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

საქართველოში შვედეთის ელჩი – შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.32-ე ტურის მატჩში სანდრო ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კიტეიშვილმა „შტურმში“ სრულად ითამაშა.თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა.საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტებს დაწევის საშუალება არ მისცა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

საქართველოში ლატვიის საელჩო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები