სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“, – წერს აუსტრევიჩუსი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

