ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო, პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი ხოსე ხერი თანამდებობიდან გადააყენა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 75-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო.
პერუს კონსტიტუციის თანახმად, კონგრესმენები ახალ ლიდერს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.
როგორც გამოცემა წერს, ხოსე ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა თანამდებობიდან გადააყენა.
ხოსე ხერიმ პერუს პრეზიდენტის თანამდებობაზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ყოფილ პრეზიდენტს, დინა ბოლუარტეს ქვეყანაში ძალადობის ზრდის ფონზე იმპიჩმენტი გამოუცხადა.

