კვირა, დეკემბერი 22, 2024

პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოში წირვას დაესწრო. ვიდეო

პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოში წირვას დაესწრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ საქართველოს საპატრიარქოში წირვა აღევლინა.

მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ დალოცა და დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს.

შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და მეოხება!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა

სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდაპირველად ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა. „შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.  ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სახელით კლუბმა „გოლდენ გორმა” მიიღო, რომელიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს ფინალში „გოლდენ გორმა” „ჯუდო უკრაინას“ ანგარიშით 4:0 სძლია. ქართულმა კლუბმა ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: -73 კგ ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ გიორგი ტერაშვილი -90 კგ ლუკა მაისურაძე +90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი +90 კგ უშანგი კოკაური +90 კგ თამაზ ბიგანაშვილი -57 კგ ეთერ ლიპარტელიანი -70 კგ ეთერ ასკილაშვილი +70 კგ სოფიო სომხიშვილი

მეუფე შიო მუჯირი – როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით...

როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს…იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. „დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება – მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს. ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19). სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

“შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება” – მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და თბილისში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება", - წერს სააკაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ

„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, - ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი "რუსეთუმეობით" და "მოსასხამად ქცეული ევროპელობით" ქვეყანას არყევენ. „სამწუხაროა, მაგრამ ეს "ხალხი", ქვეყნის შიგნიდან და გარედან, აქაურებიც და იქაურებიც, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და ცდილობენ დაამარცხონ საქართველო და აქ მცხოვრები ყველა მხარე. შუა დერეფნის გაკონტროლებისთვის მიდის ბრძოლა და ქართველების და ჩვენი ევროპელობის  დარდი არავის აქვს. როგორც უკრაინაში უკრაინელებს აბრძოლებენ "დიდი ინტერესებისთვის", ასევე, სურთ საქართველო და ქართველები გამოიყენონ  სარგებლის მისაღებად. დღეს, მოგონილი "რუსეთუმეობით" და "მოსასხამად ქცეული ევროპელობით" ქვეყანას არყევენ, ფსევდოევროპელები ბოლშევიკებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ჭეშმარიტი ევროპული გზის დამცველებს. საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა, მის სრულ, ფიზიკურ განადგურებამდე, ბოლშევიკურია და არაფერი აქვს საერთო ევროპულთან. არც უმცირესობის დომინანტად ქცევაა დასავლური სტანდარტი. ეს დიდხანს ვერ გასტანს და ამიტომ ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ დრო ეწურებათ. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ბოლო სიახლეები