პატარა ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი პარტიიდან ექვსივე მოიგო!

კაია კალასი – რუსეთი ცდილობს, დრო იყიდოს, ისინი მშვიდობით დაინტერესებული არ არიან
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არ ფიქრობს, რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს მედიასთან საუბრისას აღნიშნა.მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს.„არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ პუტინი თურქეთში 15 მაისს რუსეთ-უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სტამბოლში პუტინს პირადად შეხვდეს.
იორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)
საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება
საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დროებითი კომისიები აქტიურად იმუშავებენ.„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტით, გენდერულ საკითხთა საპარლამენტო საბჭო გაუქმდა. ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო საბჭოები, ზოგადად, როგორც ინსტიტუტი, უქმდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისიების საკითხი უფრო ადვილი და მოქნილი არის იმ მხრივ, რომ პარლამენტის მხრიდან იყოს გამოყენებული. აქამდე, ფაქტობრივად, დროებითი კომისიის ინსტრუმენტი არ ყოფილა გამოყენებული, გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა, რომელიც რეგლამენტში ცალკე არის გათვალისწინებული. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ დროებითი კომისიის სახით შეიქმნებოდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ეკონომიკის განვითარებისთვის ბრძოლა – სოზარ სუბარი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკას მარტივად და პრაგმატულად უნდა შეხედოს.მისი განმარტებით, საქართველომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს."ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ელჩი საქართველოში ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესში თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სალომე ზურაბიშვილი – ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს...
ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს.„მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო, რადგან აქ დაცული არ არის არცერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლებისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ წრეში ძალიან დიდი ნერვიულობაა და ეს წერილი ამისი გამომჟღავნებაა. ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, თუმცა ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის. სამწუხარო იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება.ამერიკა, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ჯარი მოგვცა, ყოველ შემთხვევაში, მოამზადა, რომ ჰქონოდა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები; ამერიკა, რომელიც მოგვეხმარა, რათა ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილას. 30 წელი ჩვენ ვიყავით ამერიკული დახმარების ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.