სამშაბათი, აგვისტო 5, 2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.

„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა – ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ დაიწყო,...

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გუნდი მტკიცედ დგას თავისი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გვერდით და მკაცრად ემიჯნება მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას.„კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო.„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა - პუტინის რუსეთმა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს! დიდება უკრაინას! ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

რომეო მიქაუტაძე – ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი – ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ...

ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.მიქაუტაძე მოსამართლეს უსაბუთებდა, რა არგუმენტებით უნდა ეხელმძღვანელა იმაზე მსჯელობისას, დაეტოვებინა თუ არა ის პატიმრობაში.„პატივისცემა მინდა გამოვხატო სამართალდამცავი ორგანოების - როგორც პროკურატურის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ. მადლობა ოჯახს და გულშემატკივრებს, რომ ასეთ სიტუაციაში მიწევს თქვენი შეწუხება.დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობით, ეს მალე დასრულდება...ჩემი 25-წლიანი სწავლისა და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ვარ ღირსების ორდენოსანი... ამ ხნის განმავლობაში, კერძო თუ საჯარო სამსახურში, სადაც მიმუშავია, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დამიტოვებია ციფრები და რიცხვები, რაც ჩემს საქმიანობას სცემს პასუხს.სამწუხაროდ, გაჩნდა კითხვები ჩემი ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით, რასაც პასუხი გაეცემა, აუდიტირება მიმდინარეობს ჩემი ოჯახის შემოსავლების.ვთანამშრომლობ გამოძიებასთან მეც და ჩემი ოჯახიც. არავის აზრად არ მოსვლია მიმალვა და მსგავსი საქციელი. ვარ ქართველი, აქ დავიბადე და ასი წლის შემდეგაც აქ ვაპირებ დარჩენას.ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდე ჩემს ერთგულ და ულამაზეს მეუღლესთან, ვაჟკაც შვილთან, რძალთან, მშობლებთან, ჩემს უსაყვარლეს ძმასთან, დიდ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა.შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება...გამოკითხვაზე ჩემი ოჯახის ყველა წევრი გამოცხადდა პირველივე შესაძლებლობისთანავე, მათ შორის, მეც. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილეთ იმას, რომ უცხოეთში გამგზავრება გადაგვეფიქრებინა არამხოლოდ მე, ჩემს ოჯახის წვერებსაც. პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში მიმალვის რისკი ნულდება, უძრავი ქონება რომ უცხოეთში გაქვს, იმის საშუალებას არ გაძლევს, უცხოეთში წახვიდე. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ამ ჭერს და სასამართლოს. რისკები არ არსებობს, თუმცა, პატივცემულო მოსამართლევ, ეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა, რთულია, ძნელია ციხე, იქ ყოფნა რთულია. ჩემს გულში ხართ თქვენ და ვნატრობ იმ დღეს, როცა თქვენთან ვიქნები.გამოძიების დასაწყისში ინტენსიური მოქმედებები იყო, ეს იყო გამოკითხვები. ეს უკვე დასრულებულია, შესაბამისად, მე მათზე გავლენას ვერ მოვახდენ. თუკი, ჰიპოთეტური რისკები არსებობს, არის ელექტრონული სამაჯური.მე მჯერა, რომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.17 წლის ვიყავი, როცა შვილი გამიჩნდა და მასთან ერთად გავიზარდე. მინდა გითხრათ, რომ დაუთმეთ ოჯახს იმაზე მეტი, ვიდრე ამას აკეთებთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი, შესაძლებელია, მათი შევსება. ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

„პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად მწვავე საჭიროებები არის თუ არა,  შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს - ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით, არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი, საქართველოში, არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ  მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს, მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ, გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა - წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები - მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ - რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა - მუდმივი განახლება გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა Robo Battle 2025-ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკა აღარ არის დამატებითი კომპონენტი, იგი გადაიქცა სასწავლო პროცესის შემადგენელ ბირთვად, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს. ამ მიმართულებით, Robo Battle 2025-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდების წარმატებული მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის საფუძველიც არის STEM განათლების ინტეგრაცია ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და სტუდენტების მხარდაჭერა, - ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა თალიკო ჟვანია აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვეს ტექნოლოგიურ ფორუმზე – Robo Battle 2025, რომელიც გაიმართა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, ლოკაციაზე Radio City | District 4.ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ და მასში მონაწილეობდა 92 საბრძოლო რობოტების (315 მონაწილე) და 49 სუმო რობოტების (132 მონაწილე) გუნდები.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში დამატებითი ასპექტის, როგორიცაა, ტექნოლოგიური კონკურსები, ჰაკათონები, რობოტიკისა და პროგრამირების ტურნირები, ინტეგრაციის მიმართულებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, Robo Battle 2025-ში უნივერსიტეტმა 1 რობოტით - 0,5-იდან - 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 4 რობოტით - 1,5-იდან - 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Foxhound, გიორგი შაკიაშვილის, სალომე მახარაძის და ნიკოლოზ მერაბიშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილი – გუნდმა Thrasher, გოჩა ზედგინიძის, ოთარი ჭინჭარაშვილის, ნიკოლოზ ელიზბარაშვილისა და მარიამი მაისურაძის შემადგენლობით.„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება Robo Battle 2025-ზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ - ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფაკულტეტის პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს აღვივებს, ესაა პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდურ მუშაობაში დახელოვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში და მიაწოდოს ის რესურსები, რაც საჭირო აქვთ წარმატების მისაღწევად. მინდა განსაკუთრებით გამოვკვეთო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათ შორის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროექტებზე, ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Robo Battle 2025-ზე ჩვენს სტუდენტურ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს. ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავს ინიციატივებში, ეს იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ ინოვაციური პროექტების დაფინანსება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.ინფორმაციისთვის, Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების წახალისება STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში. ღონისძიება ფოკუსირებულია ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ერთდღიანი ფესტივალის ფორმატით აერთიანებს მრავალ აქტივობას: რობოტების ბრძოლას, SUMO რობოტების შეჯიბრს, საინჟინრო შოუს, დრონების ზონებს, ინტერაქტიურ სივრცეებს და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ ელემენტს.

ლევან გოგიჩაიშვილი – მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ – კომისიამ დაადგინა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“

მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450-გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან, -ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ თავად იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“.„წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა. კომისიამ, რომელსაც უნდა გამოეძიებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები, დაადგინა, რომ თავად „ოცნება“ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“. კომისიას არ დაუბარებია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, ბარამიძე, მაგრამ კომისიამ 2- ჯერ დაიბარა გიორგი გახარია. კომისიაზე გამოვლინდა, როგორ დამარცხებულა წულუკიანი მურუსიძე-ჩინჩალაძესთან. რა გავიგეთ წინა რეჟიმის მიერ დაზარალებულებისგან - . გიული ავალიშვილი ადანაშაულებს საკუთარი ძმის მკვლელობაში ხუტა პაჭკორიას, რომელიც დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანია და თბილისის პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხარძიანის შვილი ხელს ადებს კონკრეტულ პოლიციელს, გვარად მესხს, რომელმაც ხარძიანს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ „ჰეროინი“ ძალით გადააყლაპა დაკავების დროს, დღეს მესხი ისევ პოლიციელია. ბატონი გურამ თირქია ზეწოლაში და 10-წლიანი ციხის მუქარაში ადანაშაულებს როლანდ ახალაიას მაშინდელ პროკურორს, ვინმე ბერიშვილს, რომელიც დღესაც მოქმედი პროკურორია. „ფოტოგრაფების ე.წ საქმის“ დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც საზოგადოებას აუწყა „რუსეთის საშიში აგენტების“ დაკავების შესახებ, მერაბიშვილის პოლიციელი იყო, დღეს ეს ადამიანი „ოცნების“ აჭარის პოლიციის უფროსია. მანუჩარ კაპანაძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის მამა - ბატონი თამაზ მოლაშვილი საკუთარი შვილის სიკვდილში ბრალს დებს, ივანიშვილმა და წულუკიანმა უვადო მოსამართლედ დანიშნეს. საბოლოოდ, წულუკიანის კომისიამ საკუთარი თავი გამოიძია და დაასკვნა, რომ „ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კომისია ადამიანებს აღუდგენს უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას, დასჯის ხუტა პაჭკორიას, მანუჩარ კაპანაძეს, პროკურორ ბერიშვილს, პოლიციელ მესხს, გაუშვებს აჭარის პოლიციის უფროსს, სისტემიდან მოიშორებს მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ყველა სხვა ზონდერ მოსამართლე-პროკურორს.დაბოლოს, მინდა მივმართო თეა წულუკიანს: არ გჭირდებოდათ 450- გვერდიანი დოკუმენტის დაწერა იმის დასადგენად, რომ „ნაცები“ ხართ. თქვენი წარუმატებლობა, რომელიც დაიწყო სასამართლოში, გაგრძელდა კომისიაზე. თქვენ აქაც დამარცხდით სააკაშვილის მემკვიდრეობასთან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბოლო სიახლეები