საქართველოს პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.
აქციის ოფიციალური ნაწილი ჯერ არ დაწყებულა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. აქციას შეუერთდება თავად სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აქციები სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად დააანონსა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.