პარასკევი, მარტი 13, 2026

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის მიხედვით, საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800 მილიონდოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა კომპენსაციის მოთხოვნით. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა 2025 წლის 6 იანვრით დათარიღებული კიდევ ერთი შესწორება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტა კანონიერი იყო და საქართველოს დაავალდებულა გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოს მთავრობამ  პარიზის სასამართლოში სამი მოთხოვნა წარადგინა: გადაწყვეტილების გაუქმება, აღსრულების ნებართვის უარყოფა და გადახდის შეჩერება. კომპანია „ენკამ“ აღსრულების ნებართვა მოითხოვა.

სასამართლომ ჯერ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გადაწყვეტილებისთვის აღსრულების ნებართვის მინიჭება და აღსრულების ნებართვა გაიცა. თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ განიხილა გადახდის შეჩერების საკითხი. საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს.

გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყონებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა“.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა „ენკას“ სტატუსი, რომ კომპანია შეიქმნა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის, ხოლო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საბოლოოდ გადაწყვეტილება გაუქმდება, საქართველოს მიერ „ენკასთვის“ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შეიძლება, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს.

ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან მიმდინარე ომის დროს ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან ომის განმავლობაში ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.გამოცემის წყაროების განცხადებით, შეიარაღების სწრაფი შემცირება, პირველ რიგში, „ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებს შეეხო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, ომის პირველი 100 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 168 „ტომაჰავკი“ გამოიყენა.„ეს „ტომაჰავკის“ კოლოსალური დანახარჯია. საზღვაო ძალები ამ დანაკლისს წლების განმავლობაში იგრძნობს“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონი უახლოეს დღეებში ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის თეთრ სახლსა და კონგრესში სამხედრო საჭიროებებისთვის 50 მილიარდ დოლარამდე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანთან ომის დაფინანსების ნებისმიერი კანონპროექტი, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას გამოიწვევს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.

გურამ მაჭარაშვილი – თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა არ იცის, ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში...

ფასიანი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, სხვათა შორის, არც აშშ-ის პრეზიდენტისთვის, არც სახელმწიფო მდივნისთვის და არც ვიცე-პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის.„ჩვენი თუ არ გჯერათ, ამერიკის ადმინისტრაციას დაუჯერეთ, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი ღირებული ინსტიტუტი აღარ არის. ის, რომ რუსული რუბლების მიღების თაობაზე მარკეტა გრეგოროვამ არ იცის, ეს მისი პრობლემაა, რადგან საქართველოს არ იცნობს. თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა არ იცის და ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ფაინენშელ თაიმსი“ – ნავთობის ფასების ზრდით რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს

ნავთობის ფასების ზრდით რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.გამოცემის თანახმად, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, თუმცა ერთი ქვეყანა, რუსეთი, ამით სარგებლობს. ნავთობის გაყიდვიდან რუსეთი დღეში 150 მილიონ დოლარამდე დამატებით ბიუჯეტის შემოსავალს იღებს.რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.მარტის ბოლოსთვის რუსეთის პროგნოზირებული მთლიანი მოგება 3.3-4.9 მილიარდი დოლარი იქნება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 213 დაშავებული გადაიყვანეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 213 დაშავებული გადაიყვანეს.საავადმყოფოებში მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 196-ის – დამაკმაყოფილებელი. ამასთან, 13 ადამიანი შფოთვის გამო მკურნალობდა. ისრაელის ჯანდაცვის უწყება დაზიანებების მიზეზებს არ აკონკრეტებს.როგორც ისრაელის მედია წერს, ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა, თავშესაფრისკენ გადაადგილების დროს დაშავდა და არა ირანიდან ან ლიბანიდან რაკეტების გაშვების პირდაპირი ზემოქმედებით.სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან კლინიკებში 2 975 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 85 ამჟამადაც საავადმყოფოშია. ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე ჯარისკაცებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმების შედეგად სულ 13 დაჭრილის შესახებ განაცხადეს. ჰოსპიტალიზებული პირებიდან ცხრა მძიმე მდგომარეობაშია, ათი – საშუალო სიმძიმის, ხოლო 64 – დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ომანის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.ირანული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ავიამზიდი დაზიანდა და თანმხლებ გემებთან ერთად იძულებული გახდა,  რეგიონული წყლებიდან უკან დაეხია.ოფიციალური განცხადების თანახმად, ზუსტი ოპერაციის დროს, რომელშიც ჩართული იყო თანამედროვე რაკეტები და დრონები, გემს ომანის ზღვაში, ირანის საზღვაო საზღვრებიდან დაახლოებით 340 კილომეტრში დაარტყეს.

ბოლო სიახლეები