პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს პირველ წრეში გამარჯვება ოთხმა ქართველმა მოიპოვა – კოტე კაპანაძემ (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) სასტარტო დაპირისპირებები კარგად ჩაატარეს და მომდევნო ეტაპზე გავიდენენ.
81კგ-ში იაპონელ იოშიტო ჰოჯოსთან დამარცხდა და გრანდ სლემს გამოეთიშა ზაურ დვალაშვილი.
დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) იასპარეზებს.

