თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში, ფინალურ ბლოკში რევაზ ჩიკოიძემ (J1,-95კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ის ჩიკოიძეს უნდა შეხვედროდა.
ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

