ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს – რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ

პარაზიტები ადამიანებსაც გვყავს და ერთ-ერთი მათგანი Dermatobia hominis არის. ესაა ბორასებრთა ოჯახის მწერი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.

მისი ლარვების განვითარებისთვის ჩვენს კანში არსებული პირობები იდეალურია, იქ მათი მოხვედრისას კი მოწითალო ამობურცული არეალი წარმოიქმნება. თუ ამ ადგილს ხელით შეეხებით, ის ამოძრავდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში სულ სხვა ორგანიზმები იზრდებიან.

მაინც როგორც იბუდებს ეს პარაზიტი ადამიანის კანში?

ზრდასრულობისას ისინი დაახლოების ბუზის ზომის არიან. შეწყვილების შემდეგ მდედრი კანში კვერცხების გადასატანად სისხლისმწოველ არსებებს იყენებს, როგორიც კოღო ან ტკიპაა. ის შუამავალი მწერების სხეულზე, ძირითადად მუცლის არეში, საკუთარ კვერცხებს ამაგრებს, რასაც ფორეზია ეწოდება.

მაშინ, როცა სისხლისმწოველი არსებები ჩვენამდე აღწევენ, კანის სითბო კვერცხებიდან ლარვას ათავისუფლებს. ისინი შიდა ქსოვილებში მწერის ნაკბენიდან ან თმის ფოლიკულებიდან აღწევენ და ამით მათი სიცოცხლის ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ეს მატლები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში იზრდებიან, შემდეგ კი კანიდან გარეთ გამოდიან და უკვე მიწაში ინაცვლებენ, საიდანაც ბუნებას უკვე ზრდასრული ფორმით უბრუნდებიან.

იმ რეგიონში, სადაც Dermatobia hominis არის გავრცელებული, მისით ადამიანთა პარაზიტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია. სიმპტომები მარტივად ამოსაცნობია. ლარვის მიერ კანზე წარმოქმნილი ბურთულა მუწუკს მოგვაგონებს, მაგრამ მის ცენტრში მცირე ზომის ხვრელია. იქიდან მატლები ჰაერს იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ლარვები ჩვენს კანში სამუდამოდ არ რჩებიან, ექიმები მათ მოშორებას ამჯობინებენ. თუკი პარაზიტები შედარებით ღრმად არიან დაბუდებული, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ჩვეულებრივ, ამისთვის ჭრილობაზე ვაზელინის ან სხვა ამგვარი საშუალების წასმაც საკმარისია, რადგან ლარვებს ჰაერი აღარ ჰყოფნით და გარეთ თავადვე გამიდიან.

ზრდასრული მწერი ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, ვინაიდან კვერცხების გადასატანად სხვა არსებებს იყენებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს-ს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის, ორი „კანონიერი ქურდია“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“, 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“, 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“, 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“, 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“, 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“, 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“, 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“, 1998 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული ნ.ი., 1999 წელს დაბადებული თ.მ., 2000 წელს დაბადებული გ.ღ., 1995 წელს დაბადებული ი.ბ., 1972 წელს დაბადებული ა.რ., 1966 წელს დაბადებული მ.ზ., 1969 წელს დაბადებული ზ.ზ., 1959 წელს დაბადებული მ.ჩ., 1980 წელს დაბადებული ი.კ., 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად „ლაზარეს“, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის“ დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია, მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ.დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები“, – აცხადებენ შსს-ში.გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისა“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კორუფციაში ეჭვმიტანილი წყაროდან, დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

ლევან ხაბეიშვილი სახელფასო უწყისში მითითებული იყო, როგორც ანიტა. ის 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდა ნოდარ მელაძეც.„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა – მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო, როგორც ანიტა – ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი – 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად და დღემდე გრძელდებოდა მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი. არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ. ერთადერთი, ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, არიან ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში. მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არცთუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებებია, ასეთ რამეს 30-40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით

ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ივანიშვილზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, ორი მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით.„როდესაც საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ ორი მილიარდის თანხას კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობისა და გავლენის შედეგი. ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ოცნება” ქმნის პირობებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს – ცქიტიშვილი

"ქართული ოცნება", თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამობს, რომ ივანიშვილის გუნდს ამ პროცესის შეჩერება მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით შეუძლია, თუმცა გააკეთებს თუ არა ამას, მალე გამოჩნდება. "ქართული ოცნება", თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს. ანუ ცალსახად, ბურთი არის გადმოგდებული "ქართული ოცნების" მხარეს მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით, შეაჩერონ ეს პროცესი. ყველა სხვა შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი დროებით მაინც შეჩერდება.ქალები მომვლელებად მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში, თუ არა ათწლეულების, ვერ ნახულობენ თავის ოჯახის წევრებს. მობილობა იყო ქართული საზოგადოების ევროპაში, ევროპელების საქართველოში. სამწუხაროდ, ეს გახდება უკვე ცალმხირივი. რამდენად მზად არის, რომ თავისი მოსახლეობა ასე დასაჯოს "ქართულმა ოცნებამ" - არ ვიცი, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.

შალვა პაპუაშვილი – მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი პროცედურები აქვს, ყველაფერს დროულად შეიტყობთ, დაელოდეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი პროცედურები აქვს.მისივე თქმით, საზოგადოებას დროულად მიეწოდება ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.„მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი პროცედურები როგორც პარტიული, ისე ცესკო-ში რეგისტრაციასა და განაცხადთან დაკავშირებული. ყველაფერს დროულად შეიტყობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.კითხვაზე, „რამდენიმე თვის წინ მყარად ითქვა, რომ კალაძე იქნებოდა მესამე ვადით მერობის კანდიდატი“, პაპუაშვილმა უპასუხა:„ოთხი წლის წინ კახა კალაძეს დაანონსებამდე სილუეტი რომ ჰქონდა, ხალხი მარჩიელობდა, კალაძეს ვერ ცნობდა ამ სილუეტში. ასე რომ, დაელოდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა მოქალაქე ნახავს“.

ბოლო სიახლეები