პაკისტანმა ქაბულზე იერიში მიიტანა. როგორც „თალიბანი“ აცხადებს თავდასხმა სარეაბილიტაციო კლინიკაზე მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალს პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს სდებს და ეს სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულია, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
პაკისტანში მომხდარზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

