პარასკევი, ივნისი 20, 2025

პაატა სალია – 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ გამოყენებული არაპროპორციული ძალა და რა იყო ამის მიზეზი

20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს შეკითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა ძალა არაპროპორციულად გამოყენებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

როგორც სალიამ აღნიშნა, ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმის გამოძიების უფრო ეფექტურად ჩატარების შესახებ.

„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს, უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს ცალსახად ხაზგასმულია და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებისა, გამოიყენოს ძალა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე ან სხვა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმისას, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე უკვე მესამედ აღინიშნა. წლის განმავლობაში დაარსების დღეს, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ეს საუნივერისტეტო ტრადიცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, 2023 წლიდან დამკვიდრდა.სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს - უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა წლის მანძილზე ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიმდინარე, 2024/2025 სასწავლო წელს განახორციელეს.„2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტზე შემუშავებულმა კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანმა და კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა, უკვე მიიღეს დადებითი შეფასება აკრედიტაციის ექსპერტების მხრიდან. სამი პროგრამა მომზადდა და შეტანილია კლასტერულ აკრედიტაციაზე. ჩვენი ფაკულტეტის 6 პროგრამა ABET აკრედიტაციისათვის მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. მომავალ წელს კი 16-მა პროგრამამ უნდა გაიაროს კლასტერული აკრედიტაცია, რისთვისაც აქტიური მზადებაა დაწყებული. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებელთა ხუთწლიან პროგრამაზე, რომლის აკრედიტაციაზე წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება. ასევე, GIF პროექტის - „ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ - ფარგლებში, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, მზადდება ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში, რომელზეც სტუდენტების მიღება მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები. ფაკულტეტს მათთან დამყარებული აქვს მჭიდრო და უწყვეტი თანამშრომლობა. დამსაქმებლები სტუდენტებთან ატარებენ მასტერკლასებს და ინდუსტრიულ ტურებს. ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. მადლობა ადმინისტრაციას ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თალიკო ჟვანიამ.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. რექტორის თქმით, 72 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა - „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია" და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.„დღევანდელი დღე გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობას და მის როლს განათლებაში, ეკონომიკაში, ინდუსტრიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. ინფორმაციული ტექნოლოგიები და მართვის სისტემები არ არის მხოლოდ ტექნიკური მიმართულება. ეს არის პროგრესის ბირთვი, ყველა ინოვაციური პროცესის საძირკველი - ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დასრულებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ყოველთვის ლიდერობდა ამ მიმართულებით. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი შვიდი ათეული წელია წარმატებით ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც დღეს წყვეტენ სახელმწიფო სტრატეგიულ საკითხებს, ქმნიან ინოვაციურ სტარტაპებს, მართავენ მსხვილ ტექნოლოგიურ პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში განუზომელია. გლობალური კონკურენციის პირობებში, ფაკულტეტის მისია კიდევ უფრო ფართოვდება და მოიცავს მომავლის ლიდერების აღზრდას, მეცნიერების განვითარებას, ციფრული საქართველოს მშენებლობას. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, ადმინისტრაციასა და განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც ქმნიან საქართველოში ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მომავლის საფუძველს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, პროფესორ ნოდარ ლომინაძეს და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, პროფესორ აკაკი გიგინეიშვილს, ხოლო საპატიო დიპლომები - პროფესორებს: ელისაბედ ხახუტაშვილს, ბადრი მეფარიშვილსა და ლევან გიორგაშვილს. გარდა ამისა, რექტორმა საპატიო სიგელებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების 30-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ფაკულტეტის დღე სტუდენტების მიერ სპეციალურად მომზადებული საკონცერტო პროგრამით დაიხურა.

შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს.„დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი ნაცმოძრაობის რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს. როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის ნაცმოძრაობა და მათი პარტიული მედია, წლების განმავლობაში, მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები - ფაქტებზე აღქმების გაბატონება - რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების - „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები - ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები უკვე მერამდენე წელია ქვეყნის იგივე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.▪️ იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები.▪️ იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი.▪️ იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა.▪️ იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს.▪️ იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, - წერს იგი.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი რეპრესიული იარაღი “ქართული ოცნების” ხელში – ლევან სანიკიძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ლევან სანიკიძე ეხმაურება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს. ლევან სანიკიძე არაკონსტიტუციური ქმედებაზე საუბრობს."მორიგი დრაკონული კანონი, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი "ქართული ოცნების" ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშსწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.დღეიდან, პარლამენტი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. "ქართული ოცნების" ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებები 5 კანონში შედის.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვაც, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს – შსს-ს ინფორმაციით, საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები