პარასკევი, იანვარი 16, 2026

პაატა მანჯგალაძე: ჩვენი დაპირება არის რეალური – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე

ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე. ეს არის რეალური, კონკრეტული ევროპული ფონდი, რომლითაც განსაზღვრულია 14 მილიარდი ევრო, რათა გაწევრიანებამდე ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით რეფორმები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ სურს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან შემოვიდეს აღნიშნული 14 მილიარდი ევრო.

„მესმის „ქართული ოცნების,“ მათ არ აქვთ კომპეტენცია და არც უნდათ, რომ მოვიდეს ეს 14 მილიარდი ევრო საქართველოში, ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ. ასევე, მზად ვართ, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის კალაძე ან თუნდაც პაპუაშვილი ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოსთვის, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს – დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია, ყველამ იცის, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული და კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა. „ქართული ოცნება“ კეტავს, ბლოკავს ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14-მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ევროპული დახმარებების მნიშვნელობა.

„მათ უნდათ, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ბიძინა ივანიშვილის გროშებზე და თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ვიყოთ მონები ივანიშვილის. ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით მოვიტანთ თავისუფლების ფასის სანაცვლოდ, მოვიტანთ დემოკრატიით. ევროკავშირს გამოყოფილი აქვს კონკრეტული ფონდი, ბიუჯეტი ამისთვის, რომ გაწევრიანებამდე ქვეყნებს ჰქონდეთ წვდომა. ეს არის ჩვენს უნარზე დამოკიდებული, თუ რა ვადაში და რამდენს წამოვიღებთ იქიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანელ აქტივისტზე, ერფან სოლტანზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯის.„პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. მოგვიანებით ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

ფრიდრიხ მერცი – რუსეთი ევროპული ქვეყანაა

რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.მისივე თქმით, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება შესაძლებელი გახდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ბალანსის აღდგენას შევძლებთ – თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება გარანტირებული იქნება – თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ. ამას ვისურვებ ჩვენთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. 

იენს-ფრედერიკ ნილსენი – გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს

გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, არ სურს, შტატების ნაწილი იყოს, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.კოპენჰაგენში შეკრებილ დაახლოებით 300 გრენლანდიელთან სიტყვით გამოსვლისას ნილსენმა ხაზი გაუსვა ერთიანობის აუცილებლობას.„2026 წელი ჩვენს ქვეყანაზე დიდი აქცენტით იწყება. იმდენად დიდი აქცენტით, რომ 2025 წელი შორს ჩანს. თუმცა, მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გვქონდა და ასევე მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გვქონდა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. და ახლა აქ ვდგავართ. დრო მოითხოვს, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და ნათლად განვაცხადოთ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობის დროა და არა შიდა განხეთქილებისა და დისკუსიების. როგორც ვთქვი, გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა. გრენლანდიას, არ სურს აშშ-ის მიერ მართვა და კონტროლი. გრენლანდიას არ სურს, აშშ-ის ნაწილი იყოს. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს. გრენლანდიას სურს თანამშრომლობა, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია და პატივისცემა“, – განაცხადა ნილსენმა.

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. სლოვენია-საქართველო 11:223:4, 5:4, 2:6, 1:8საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაცი (2), ვლაჰოვიჩი (2).

ბოლო სიახლეები