სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

პაატა იმნაძე საზოგადოებას აფრთხილებს – გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს

საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაწესებულებების სრული სია, სადაც ვაქციანაცია ტარდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვატო შაქარიშვილი – სამწუხაროა, რომ ადეიშვილი-გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა დღემდე მოსამართლეა, დავალებამ არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე, კანონიერი განაჩენის გამო (მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე. სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი, დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია! 2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა! დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!“, – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“.

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან

“დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი. „დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან. თურმე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზენტაციაზე „ცარიელი თეთრი კვადრატი“ წარადგინა. ეს პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით გაეგზავნა სრულიად ქართულ მედიას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის სქრინი. როგორც ჩანს, კამერებს უჭირთ ნაცრისფერის აღქმა თეთრ ფონზე“, – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე. ოპოზიციის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ სლაიდში საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრად არის აღნიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ რეგიონებში, ოკუპაციის გამო, “ქართულ ოცნებას” დელეგატები არ ჰყოლია, ამ სლაიდს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

მძიმე ავარია წყნეთის გზაზე – რა ხდება შემთხვევის ადგილას

მძიმე ავარია მოხდა ავარია წყნეთის გზაზე. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთ ე.წ. მერყევ შტატში, სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 ნოემბერი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მხარდამჭერებთან ერთსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირებები მექსიკასთან აშშ-ის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. „ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი. ყველა ოჯახი გაძლიერდება და ყოველი დღე იქნება სავსე შესაძლებლობებით, იმედითა და თავად ამერიკული ოცნებით“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, „დაითხოვონ კამალა“. „ამ არჩევნებში თქვენი ხმით შეგიძლიათ, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით, ეს ქვეყანა თქვენ გეკუთვნით. სწორედ თქვენნაირი მშრომელი პატრიოტები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის რეგიონში ჩრდილოკორეელების რაოდენობის ზრდას ვხედავთ, სამწუხაროდ, არ შეინიშნება ჩვენი პარტნიორების რეაგირების გაძლიერება

კურსკის რეგიონში ჩრდილოკორეელების რაოდენობის ზრდას ვხედავთ, სამწუხაროდ, არ შეინიშნება ჩვენი პარტნიორების რეაგირების გაძლიერება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთავარსარდალთან, გენერალური შტაბის უფროსსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო ვითარება განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი დონეცკის მიმართულებებს დაეთმო. „მოხსენება წარადგინეს რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული ჯარების შესახებაც. კურსკის რეგიონში უკვე 11 000 მათგანია. ჩვენ ვხედავთ ჩრდილოკორეელების რაოდენობის ზრდას, თუმცა, სამწუხაროდ, არ შეინიშნება ჩვენი პარტნიორების რეაგირების გაძლიერება. სხდომაზე განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საკითხი. ყველას შეუძლია, დაინახოს, თუ რამდენად გაიზარდა რუსების მიერ „შაჰედების“ და საავიაციო ბომბების გამოყენება. ეს ტერორი ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ გვჭირდება მეტი დახმარება, მათ შორის: დრონებით „შაჰედების“ ჩამოგდების რეალური პრაქტიკის დანერგვა, ჩვენი ძალების ისეთი განვითარება, რომ საბოლოოდ გადაწყდეს რუსული საავიაციო ბომბების პრობლემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები