სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან მათი ღირებულებები და განზრახვები არ არის ქართველი ერის შესაბამისი – რასაც ეტყვიან მათი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან მათი ღირებულებები და განზრახვები არ არის ქართველი ერის შესაბამისი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რასაც დაავალებენ, ისე მოიქცევა.

„გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც იმართებიან სხვებისგან. რასაც სხვები ეტყვიან, ზუსტად ისე მოიქცევიან. დააკვირდით, ახლა ხომ ამბობენ გადაჭრით, რომ პარლამენტში არ შევლენ და ა.შ. გაიხსენეთ მერე 2020, როგორ გადაჭრით საუბრობდნენ და მერე როგორ მოიქცნენ. ახლაც იგივე მოხდება, როგორც მათი პატრონები დაავალებენ, ისე მოიქცევიან. მაშინ, არც იმის თავმოყვარეობა ეყოთ, რომ ხელფასები მოითხოვეს, რომელიც გაცდენების გამო დაქვითული ჰქონდათ.

2021 წლის დეკემბერში ბიურო შევკრიბეთ იმისთვის, რომ ხელფასები მიგვეცა და მსუყე თანხები ჩაერიცხათ ამ რევოლუციონერ ხალხს, რომლებიც იქამდე ამბობდნენ, რომ ხელფასები არ სჭირდებათ. ამ მხრივ მათ არანაირი თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. როდესაც ხარ სხვის მსახურებაში, მაშინ აქ თავმოყვარეობა უნდა დათმო. ასე აქვთ დათმობილი, რასაც ეტყვიან მათი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანრი ოხანაშვილი: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, როცა ყველას არწმუნებდნენ, რომ ფარულობა აბსოლუტურად დაცულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო. ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”! იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი კახიანი – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო

ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, თუმცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო და ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. „ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არცერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკვირდებოდა. არჩევნები არ არსებობს, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. პირველ რიგში, მოსამართლეს ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა. მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო. მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს, თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე“, – განაცხადა კახიანმა.კახიკახკაკ

პაატა კვიჟინაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას

მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. - წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დელეგატი, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში. მისი გამცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება. კვიჟინაძე აღნიშნავა იმასაც, რომ არჩევმებამდე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს, ერთ დღეში კი მათ პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ისინი არ გაიმარჯვებენ. “მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. თუ ხალხის ნება არ არის, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება, ასე იყო ყოველთვის, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ ეროვნულ მოძრაობასთან. (მე მაშინ შტაბის უფროსი ვიყავი საჩხერეში). იგივე იყო შევარდნაძე და იგივე იყო სააკაშვილი. მიუხედავად წარმოუდგენელი დაშინების, შანტაჟისა და დიდი ფულის ხარჯვისა, მაინც დამარცხდნენ. ყველას გვახსოვს 2012 წელი. როდესაც რეალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდება, ქართველების ინტერესების დამცველი „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება. ეს ნორმალურია, რასაც ხშირად ამბობს თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეც. ამ ეტაპზე ასეთი არ არსებობს. არცერთ პარტიას 10 %_ზე მეტი რეიტინგი არ აქვს. ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს , შემიძლია ვთქვა ერთი,  კანდიდატ ქვეყნებში, უკრაინაში არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. მოლდოვაში -ჩატარდა უამრავი დარღვევებით, მათ შორის ისეთები, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. მაგალითად: წამყვანი კანდიდატის ჩახსნა, ოპოზიციური მედია საშუალებების შეზღუდვა-გაუქმება, ბარიერების შექმნა დნესტრისპირეთში. სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით. ასევე თუ ავიღებთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას ა.შ.შ-ს ერთი დღით ადრე მოსახლეობის მესამედზე მეტმა წინასწარ მისცა ხმა, უმეტესად ფოსტით. აღარ ვსაუბრობ სხვა მოვლენებზე. წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო!. საქართველოში არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელია (ამის კადრები ბლომად არის ინტერნეტ სივრცეში). ერთ დღეში შეიცვალნენ და რეალურად  ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ამიტომ რაც არ უნდა გაკეთდეს ისინი არ დაეთანხმებიან, თავად თუ არ გაიმარჯვეს. ოპოზიციამ თავისი  კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები მაინც შეიცოდონ, მათ ხომ საუკეთესოებს არჩევდნენ და ყველა უბანზე ათეულობით იყვნენ წარმოდგენილი. გამოდის, რომ მათ ან გაყიდეს ან ვერ გაიგეს რა მოხდა. მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას. დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შემდეგ მოხდება პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ბიუჯეტის მიღება. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას წარმოაჩენენ თითქოს ეს კარგია, სინამდვილეში იძულებითი გზაა, როდესაც ვერ აყალიბებ მყარ უმრავლესობას, როგორ შეიძლება რამოდენიმე პარტია , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და სოციალურ საკითხებზე, ერთად კარგად მუშაობდნენ. ზოგადად კოალიციური მთავრობა საზღვარგარეთიდან ადვილი სამართავია და გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება. მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ვინც იღებს - ამერიკის შეერთებული შტატები, კოალიციური მთავრობა არ არსებობს. კოალიცია გაამართლებდა იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით ერთი პოზიციის პარტიები ერთიანდებიან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.” - წერს პაატა კვიჟინაძე.კვიჟინკვიჟინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. „სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, - აცხადებს ნატო ქათამაძე. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე დაამტკიცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები. დავით მახვილაძემ, რომელსაც სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, 31 ოქტომბერს მოუსმინა, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, თანამდებობაზე ყოფნის განვლილი 4 წლის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც დავით მახვილაძემ კენჭისყრის პროცედურამდე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. „ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ჩემი, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილის სამოქმედო გეგმას - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭომ მოუსმინა. დღეს კი თქვენს წინაშე წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას”, - აღნინა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, წარმომადგენლობითმა საბჭომ დავით მახვილაძის მოხსენება დადებითად შეაფასა და მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

ბოლო სიახლეები