ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

“ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა” – შალვა პაპუაშვილი

“ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებით მუშაობს.

“ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.

მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„9 ქალი წლების განმავლობაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო…“ – უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 9 ქალი ფეხბურთელის მოთხოვნა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მწვრთნელის მხრიდან შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ სასამართლომ პრაქტიკაში პირველად იმსჯელა დამსაქმებლის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" პასუხისმგებლობაზე, რომელიც  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა.2021 წლიდან დაწყებული სამართალწარმოება მრავალმხრივი იყო და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილმა მწვრთნელმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ხოლო კლუბმავერ უზრუნველყო დასაქმების ადგილზე შევიწროება დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შედეგად, მწვრთნელს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ.გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მწვრთნელის მიერ თაღლითური სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთელ გოგონებს ხელფასებიდან თანხას მოტყუებით ართმევდა.აღნიშნული გადაწყვეტილება არ დარჩენილა მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში, ის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სისტემური რეფორმებისთვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტშიუსაფრთხო გარემოს შექმნას, მწვრთნელების და სხვა პირების მხრიდან ძალადობის პრევენციას. უფრო მეტიც, ეს საკითხები ოფიციალურად შევიდა უეფას მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსშიც.აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა არა მხოლოდ სპორტის სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შევიწროება და ძალადობა არ დარჩება პასუხიმგებლობის მიღმა და რომ ინსტიტუციებს ევალებათ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულისთვის.PHR-ის სამართლებრივი მხარდაჭერით მიღწეული ეს გამარჯვება მკაფიო გზავნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც  დაექვემდებარა ძალადობასა და შევიწროებას. აღნიშნული საქმე არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიაღწია.საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ქუთაისის საქალაქო სასამართლო - მანანა ნიკაჭაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები - ირმა პერანიძე, ინდირა მაშანეიშვილი, მალხაზ ჩუბინიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლო - გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეს ეროვნული საკითხია, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ და გენოფონდი არ შეგვიმცირდეს – გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

ნარკომომხმარებლებისთვის ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს - თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.ინიციატივის ავტორები ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეროვნულ ამოცანად მიიჩნევენ."პირველ რიგში, ეს არის ეროვნული საკითხი, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირი გაგებით - ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ბუნებრივია, ახლა აქ, ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად ან მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა, მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს გარკვეულ პრობლემებს", - აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

ფეხბურთში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტები „დორტმუნდი“ (გერმანია), „არსენალი“ (ინგლისი), „ასტონ ვილა“ (ინგლისი) და მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი) გახდნენ.ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდების გზა ფინალამდე განსაზღვრულია და მიმდინარე სეზონში წილისყრა აღარ ჩატარდება.შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:„არსენალი“ – მადრიდის „რეალი“პსჟ – „ასტონ ვილა“ „ბარსელონა“ – „დორტმუნდი“ „ბაიერნი“ – „ინტერი“გუნდებს შორის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, ხოლო განმეორებითი 15-16 აპრილს გაიმართება. ტურნირის ფინალი წელს მიუნხენში 31 მაისს შედგება.

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო.დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა.რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.„რუსეთის აგრესიული ომის მიმართ აშშ-ის პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ, რაც მოიცავდა უკრაინის ღიად დადანაშაულებას მიმდინარე ომში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი როლი როგორც მისმა უდიდესმა დონორმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე, ასევე საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროდეპუტატები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი არის ევროკავშირში.

„დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები