სამშაბათი, იანვარი 27, 2026

ოპოზიცია: ალავიძე პოსტიდან კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს

წავიდა თუ გაუშვეს- პოლიტიკური სპექტრი სამთავრობო ცვლილებას აფასებს. ევროპული საქართველოს განცხადებით, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გამოააშკარავა.

პარტიის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, ალავიძეს სამინისტროში კორუფციული სისტემა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ჰქონდა აწყობილი.

„სიმართლე არის ერთი, მინისტრი მოხსნეს თანამდებობიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო, რომლის თაობაზეც„ევროპული საქართველო და ასევე, მედიის დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს. კორუფციული ფაქტები უკავშირდებოდა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს. ჩვენ ვიხილეთ სქემა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სეთურიძის და ალავიძის ფულის კეთების ნოუჰაუ. სეთურიძე და ალავიძე ახერხებდნენ იმას, რომ კერძო კომპანიები ჯერ იგებდნენ ტენდერებს გზების მშენებლობაზე და შემდგომ ამ კერძო კომპანიებში სამუშაოდ გადადიოდნენ სეთურიძის მოადგილეები, ეს სხვა არაფერია თუ არა ე.წ. ატკატის მიღების გზა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღესვე ევროპულმა საქართველომ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, საქართველო ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ იმავე პოზიციაში, რაც ჰქონდა.„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა.აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული ილია ღუდუშაური.ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა.2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ბოლო სიახლეები