გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულია ადგილობრივი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.