სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს:

„მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში.

მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.

მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე.

წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს — უნებური დაცემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგანაც მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.

„დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“
მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“

ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად. ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“

მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.  ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად“,- წერს ნონა გაფრინდაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – მანდატებზე თუ უარს ამბობ და აცხადებ, რომ ეს საკითხი „ქოცების“ ლეგიტიმაციას განსაზღვრავდა, მაშინ რატომ იღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას? ამ თვალსაზრისით „ნაცების“...

აუხსნელია, თუ მანდატებზე, პარლამენტზე უარს ამბობ და აცხადებ, რომ ეს იყო პრინციპული საკითხი, რომელიც რაღაცით „ქოცების“ ლეგიტიმაციას განსაზღვრავდა, მაშინ რატომ იღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას? ამ თვალსაზრისით „ნაცების“ კრიტიკა სრულიად გამართულია. , – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„უბრალოდ, „ნაცები“ ასევე არ პასუხობენ შეკითხვას, რამდენ ხანს ვიქნებით ბოიკოტში, „ქართულ ოცნებას“ რამდენ ხანს ექნება 100%-ი ყველგან. პარლამენტში 54 ხომ დაიწერეს, აიღეს 100, რის შემდეგაც ჩვენ ვთქვით, რომ 97-ით სამი მოიგო ბიძინამ. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ყველამ მისი თამაში ითამაშა. ახლა ადგილობრივ არჩევნებს აბარებ და ფიქრობ, რომ საკუთარ თავზე ზიანის მიყენებით „ქართულ ოცნებას“ აზიანებ. ეს აზრი ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, მე, სხვათაშორის, ვეძებ პირველწყაროს. რაღაც უცნაური რწმენით მოძრაობენ ჩემი კოლეგები. მე ბევრ პროფესიაში ვყოფილვარ, სხვადასხვა ადგილას მიმუშავია და ადამიანები ასე არსად, არცერთ პროფესიაში არ მოძრაობდნენ, რომ საკუთარი თავის დაზიანება ყოფილიყო მოწინააღმდეგის განადგურების ტაქტიკა. რა სპორტიც და რა თამაშებიც მინახავს, არსად ასეთი გზა არ ყოფილა წარმატებული და რატომ არის ეს ამ პროფესიაში ასე, მოდით, კარგად გავინადგუროთ თავი, ყველა პრივილეგიაზე, ბრძოლის ინსტრუმენტებზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას „ლელოს“ ნაბიჯების არ სჯერა.„„ლელო“ ვიდრე ამ საკითხზე დისკუსიას არ გახსნის და სამსახურებიდან არ გაყრის თქვენს იმ კოლეგებს, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, არაფერი არ გამოვა. არ გამოვა ეს დამაჯერებელი. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ „ლელოს“ ეს უნდა, თორემ როგორ შეიძლება, ადამიანი ამდენი ხანი პოლიტიკაში იყო, ამდენი ფული გქონდეს და იმას ვერ ხვდებოდე, რა არის გასაკეთებელი, ნაცვლად იმისა, რასაც აკეთებ?“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მისი კოლეგების მუქარას, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან, ხელი შეუშალონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში საარჩევნო ბიულეტენზე მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, ნაწილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით, ნაწილი პირდაპირი ზეწოლის ფორმით და რამდენად არსებობს ამის რესურსი ოპოზიციაში, რომ გახარიას პარტიის, ან „ლელოს“ წარმომადგენლებს პოზიცია შეაცვლევინონ, რადგან, როგორც ჩანს, „გირჩთან“ ამის რესურსი არ არსებობს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ზოგადად, „ლელო“ ბულინგის მიმართ სენსიტიურია, მაგრამ ხაზარაძეს იმედი აქვს, რომ იქით დააბულინგებს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე არ გადის.„ზოგადად, „ლელო“ ბულინგის მიმართ სენსიტიურია. ჯერ ბოკერია აბულინგებდა, მერე გვარამიამ დააბულინგა და შეიძლება, კომპლექსი აქვთ, ახლა ვერ დამაბულინგონო და რაღაც ჯინაზეც ქნას, მაგრამ ზოგადად არ გამოვრიცხავ, ბულინგს ზოგადად აჰყვეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც „ნაცებს“ საკუთარი ტელევიზიები ჰქონდათ, ახლა ყველა ოპოზიციური ტელევიზია „ლელომ“ იყიდა. მართალია, იქ შემორჩენილი ჟურნალისტები ჯერ ვერ გამოდიან საკუთარი ძველი პოზიციიდან, რომ ვინც არჩევნებზე მონაწილეობას იღებს ყველა ეშმაკისეულია, მაგრამ მე მგონი, მალე ეს პოზიცია შეიცვლება. კიდევ ერთი პრემიის ჩარიცხვა შეიძლება, დასჭირდეს ჟურნალისტებთან ბატონ ხაზარაძეს. ამიტომ, ეს პოზიცია შეიცვლება და მას დარწმუნებული ვარ, იმედი აქვს, რომ იქით დააბულინგებს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე არ გადის. მას დარწმუნებული ვარ, ასე წარმოუდგენია საარჩევნო კამპანია და პლუს მოსყიდვა. მე ვთქვი, სადღაც დავწერე კიდეც, რომ „ლელოს“ ხალხი ახლა დადის და ნადირობს „ნაცების“ ხალხზე, კოორდინატორებზე. ეს პროცესი მანამდე გაჩერებული იყო ქვედა დონეზე და შესაბამისად, იქ ყველამ იცის, რომ „ნაცები“თუ არ მონაწილეობენ არჩევნებში, იმ ელექტორატს, რომელიც რადიკალური მიშას ელექტორატი იყო, რაღაცნაირად უთმობენ „ლელოს“. მთელი პროცესი ამაში მდგომარეობს, რომ როგორც წინა არჩევნებზე გვარამიას დაუთმეს მიშას ელექტორატი, მანამდე კიდევ „ევროპულ საქართველოს“ უთმობდნენ, ახლა ჩვეულებრივად, კლასიკაა იგივე და ახლა „ლელოს“ უნდა დაუთმონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარის ემირ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანითან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმების შედეგად გამოწვეული შეტაკებების შესახებ ინტენსიურ დიპლომატიურ საუბრებს აწარმოებს და განაცხადა, რომ ძალადობის სპირალის დასასრულებლად თავის ძალისხმევას განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმებმა არ უნდა დაჩრდილოს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი. 

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს დედებზე, რომლებმაც შვილი გააშვილეს, წლების წინ გაშვილებული ბავშვების პოვნის შემდეგ კი მათზე უარეს ამბობენ.ჟურნალისტის თქმით, ბოლო პერიოდში ორ ადამიანს აპოვნინა დედა, მათგან ერთ-ერთმა ქალმა შვილის გამოჩენა ნორმალურად მიიღო, მეორე დედის შემთხვევაში კი თამუნა მუსერიძე წარმოუდგენელ რეაქციაზე საუბრობს.„ერთი შეკითხვა მაქვს დედებთან, რომლებმაც გაგვყიდეთ და ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ. გათხოვდით, დაოჯახდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს ჩვენ რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, რომ როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით… თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი დაბადებით რაღაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი და რატომ გინდათ, რომ დაბადების წუთიდან დღემდე თავი დამნაშავედვიგრძნოთ თქვენს წინაშე?“ – ამბობს თამუნა მუსერიძე გავრცელებულ ვიდეოში.

ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი ავრცელებს.„ჩვენ სიღრმისეული დარტყმები მივაყენეთ და დავაზიანეთ ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.ამასთან, როგორც ეფი დეფრინიმ განაცხადა, ისრაელს „მრავალ ფრონტზე ემუქრება საფრთხე“.„მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ ირანიდან მომდინარე საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ჩვენ კვლავ ვიბრძვით მათ მარიონეტთან,  „ჰამასთან“ ღაზაში“, – აღნიშნა დეფრინიმ.ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, „ჰამასს“ კვლავ 53 ტყვე ჰყავს „სასტიკ პირობებში“.„ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ეფი დეფრინიმ.

ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ირანის შაჰის მემკვიდრემ, პრინცმა რეზა ფეჰლავიმ, რამდენიმე წუთის წინ, ირანის მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა.„ისლამური რესპუბლიკის დასასრული დადგა და იგი ინგრევა. რაც დაიწყო, შეუქცევადია. მომავალი ნათელია და ერთად გადავშლით ისტორიის ახალ ფურცელს. ახლა დადგა დრო, ავდგეთ ფეხზე — დადგა დრო, დავიბრუნოთ ირანი. დაე, მალე თქვენთან ვიყო“, - განაცხადა პრინცმა რეზა ფეჰლავიმ.

ბოლო სიახლეები