ორშაბათი, მაისი 19, 2025

ნონა გაფრინდაშვილი – 26 მაისს ვიდექით წყნარად, სანთლებით, არ მიგვიცია დაშლის საბაბი, ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ძალადობისკენ მოწოდებებიც არის, ამას პატიობენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია

სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მაშინ ხალხი აცნობიერებდა, რომ ქვეყანაში იყო საშინელი ვითარება, ხდებოდა უბედურებები და რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამის დასასრულებლად, თუმცა ყველაფერი უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად.

ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ.

იმ დღეს, 26 მაისს ჩვენ გვინდოდა, ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა, ვინაიდან თორმეტ საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. „უცნობი“ იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. თორმეტს რომ ათი წუთი აკლდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა. ჩვენი მხრიდან არცერთხელ ყოფილა არც შეჭრა სადმე, ან რაღაც – ხელში არასდროს არაფერი გვქონდა, ერთი შეურაცხყოფაც კი არასდროს მიგვიყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. გვითხრეს, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა, თორმეტ საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, რადგან მთავრობა აპირებდა მეორე დღეს, თუ არ ვცდები, ხუთ საათზე იქ აღლუმის ჩატარებას. ჩვენ გვინდოდა, თორმეტ საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით, მაგრამ კონცერტის დაწყება არ გვაცადეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვინაიდან ასეთი სიტუაციაა, ვისაც გინდათ, დარჩით, ვისაც გინდათ, წადით. არავის ფეხი არ მოუცვლია, ათასამდე ადამიანი იყო. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. ხალხი იდგა შუაში, შევსებული იყო. ამიტომ ვთვლით, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი იყო იქ. თორმეტ საათზე უკვე წამოიწია კორდონებმა, სამი კორდონი იყო, რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას, ისროლეს სცენისკენაც, ხალხს პირდაპირ. თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, ამ სიტუაციაში ისეთი სისწრაფით დაგვესიენ, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდა.

სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია,  ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ  წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში და შემდეგ კადრი ვნახე, „უცნობი“, რომელიც მოსული იყო კონცერტის ჩასატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შსს-დან. ბედზეა გადარჩენილი. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ. შენ თუ წყნარად ლაპარაკობ, დემოკრატია გაძლევს ამის უფლებას. ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ საერთოდ, მოწოდებებიც არის ძალადობისკენ, ყველაფერი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს ისჯება. ამას პატიობდნენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია. უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას რაღაცით უნდა ეშველოს და ამას სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. ჩვენ უბრალოდ ვყვებოდით, რაც ხდებოდა, რა უბედურებებიც ხდებოდა. მარტო ახალგაზრდა რამდენი ჩაცხრილეს სასამართლოს გარეშე, ეს ფაქტია, როგორ ართმევდნენ ბიზნესს ღამის საათებში. ჩვენ არაფერი გვეჭირა ხელში, მივდიოდით სუფთად. ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ. ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდნენ მანქანაში, გააქანებდნენ, რათა შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. “, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა, რომელიც პაპის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ თავადაც შეხვდა.„ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – განაცხადა ლივიტმა.

რევაზ კიკნაძე პოლიციელს – მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? – ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, - ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა."თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ , პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია",- განაცხადა კიკნაძემ.მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა."26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთოხვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე",- განაცხადა კიკნაძემ.სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ვოლსკი – ყველაზე „ჭკვიანური“, რაც პაატა ბურჭულაძემ მოიფიქრა, ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება

ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ისეთი, რაც შეიძლება, რეალობაში პაატა ბურჭულაძის მიერ განხორციელდეს, რადგან ამ ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.„ერთი რეალური შეფასება არსებობს, რასაც სისულელე ჰქვია – სისულელეს სულელები ლაპარაკობენ.  თავის დროზე, შეიძლება, კარგი მომღერალი იყო და რუსეთშიც ინტენსიურად მოღვაწეობდა. მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო. დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა. თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე „ჭკვიანური“ რაც მოიფიქრა, ეს ტელეფონებით არჩევნების ჩატარება იყო. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, ამას მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ ბოროტებაა – როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო, რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“,- განაცხადა ვოლსკიმ.პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს...

ბატონო ვახტანგ, ვიდეოზე თქვით, რაღაც ჩანსო და მითხარით, რა ჩანს ბიჭო? ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ , - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორს ვახტანგ ცალუღელაშვილს.მოსამართლე ნონო გალუსტაშვილმა ცხადაძეს გაფრთხილება მისცა.ცხადაძემ კითხვებით მიმართა დაზარალებულ პოლიციელს ივანე კაპანაძეს."სპეცრაზმელი როცა აქციის მონაწილეს სცემს, თუნდაც დამნაშავე იყოს, ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი, რეაგირება უნდა ჰქონდეს თუ არა?", - მიმართა ცხადაძემ კაპანაძეს, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა."როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?", - მიმართა მას კვლავ იუმორისტმა, რასაც პოლიციელმა კვლავ უარყოფითი პასუხი გასცა."იყო კადრი, როცა ბიჭს სახეში ფეხი ჩაარტყეს, თქვენ აქ მოხვედით მარცხენა ხელის დაზიანების გამო, ქვა მოგხვდათ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, მაინტერესებს, ზეწოლა ხომ არ არის ვინმეს მხრიდან თქვენზე, პროკურორის ან ვინმეს მხრიდან?",- აღნიშნულ კითხვასაც კაპანაძემ უარყოფითი პასუხი გასცა."ანუ თქვენი ნებით მოხვედით აქ, წინა პროცესზეც იყავით, 19-20 წლის ბიჭების საქმეზე"?,- იკითხა ცხადაძემ.პოლიციელი სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გავიდა.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობ

ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას.„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი  ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, –  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.  

ბოლო სიახლეები