ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ნინო წილოსანი:პირადად ვიცნობ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ის მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

პირადად ვიცნობ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ის მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა- ამის შესახებ დეპუტატი ნინო წილოსანი საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.

,,პირადად ვიცნობ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს და შემიძლია, თამამდ ვთქვა, რომ ის მაღალი პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და პრინციპულობით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მედიასაშუალება „გურია ნიუსი“ არაერთხელ ყოფილა ჩემ მიმართ კრიტიკული, ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ასეთი კრიტიკული ხედვა და სიტყვის თავისუფლება გვიბიძგებს, გავაკეთოთ უფრო მეტი და გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი სწორედ მას წარადგენს საზმაუს ბორდში კანდიდატად, რათა თავისუფალი სიტყვა და ჯანსაღი პრინციპები განაპირობებდეს ბორდის მუშაობას-” წერს ნინო წილოსანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პალიკო კუბლაშვილი 2014 წლიდან ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.მიხეილ სააკაშვილის თქმით, შარშანდელ არჩევნებზე კი არენაზე გამოიყვანეს ნიკა გილაური.„ესეც ადრე არასოდეს დამიწერია. ივანიშვილის მიერ პარტიების აკრძალვა სინამდვილეში იმ მარცხის აღიარებაა, რომ მან მრავალწლიანი მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ მოსპობა. ფაქტი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორ ნაწილად გაყოფით დასუსტებულმა „ნაციონალებმა“ და გასულებმა, IPSOS-ის ეგზიტპოლების თანახმად, ერთობლივად 39% აიღეს საპარლამენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილმა გადაწერა და ორივე ჯგუფს ერთად 20% დაუწერა, ე.ი. გააკეთა იგივე რაც შევარდნაძემ 2003-ში. 2021 წელს ჩემი პატიმრობის პირობებშიც კი ენმ-მა 40% აიღო წინა ადგილობრივ არჩევნებზე.მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას, როცა ჩვენი წევრები გამოყარეს საკრებულოდან, და პირდაპირ მოსყიდვას ჩვენი ფრაქციიდან ხალხის გამოყოფის წასახალისებლად. ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ენმ-დან, პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და, თავის მხრივ, ჰპირდებოდა დაფინანსებას.გამოყოფილების (გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც) უსვამდნენ პირობას – მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით – „არც მიშა, არც ბიძინა“. 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი, მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, ენმ-ის კანდიდატი გ.ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც, ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-ისგან განსხვავებით, მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის „საქართველოს ბანკი“. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს – როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში – იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება. ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ – ენერგეტიკის, შემდეგ – ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იცოდა, რომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც“ აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს (აბა, რითი ირჩენენ თავს?), რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას“ ძახება, თან ისე, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ.თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი, ვისაც ფულს აძლევს.ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე.მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე.ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანიტა ჰიპერი – საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისის თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ

ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი  ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გია ვოლსკი – საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ

ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს, საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი, ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუქტურას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, დღეს სიტუაციას ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს, რომელშიც საქართველო ჩამოყალიბებული სამიზნეა იმისთვის, რომ მათი დიდი გლობალური ამოცანები შესრულდეს.„საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა მოველოდეთ. ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე 4 ოქტომბერს მიიღო. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არავის გაუკვირდება, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული თემაა – მათ შეიძლება საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. პრაქტიკულად, ეს სასჯელი შანტაჟის მექანიზმია. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება, ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია

გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება. ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია, რომ დემოკრატიისგან უკან დახევა ხდება, საგარეო კურსი შეიცვალა და არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომლის გამოქვეყნებაც ხვალისთვის არის დაგეგმილი.„ამ უსაფუძვლო ბრალდებებს თუ გაჰყვნენ და კუბილიუსის, იუკნევიჩიენეს, კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. მათი მოსაზრებით, საქართველოს დანიშნულება საზარბაზნე ხორცად ქცევაა. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მოვლენებს და სხვა უამრავ ფაქტს გაიხსენებენ, რომლებიც მათ მიერვე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები