ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

ნინო ლომჯარია: სექსუალურ შევიწროებაზე არსებული საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხება

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს და სოციალური ქსელით ერთგვარ განმარტებებს იძლევა.

“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა“, – წერს ნინო ლომჯარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად” – ილია თოფურიას ქალიშვილი იუბილარია

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ქალიშვილი, ჯორჯინა 1 წლის გახდა.ილიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ შვილს დაბადებისდღე გულთბილი და ემოციური ტექსტით მიულოცა."ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად.იმ წამიდან, რაც შენზე გავიგე, დაიწყე ჩემი შეცვლა, ისეთი გზებით, როგორითაც ვერც კი წარმომედგინა. შენ დამანახე, რომ სიყვარული ყველაფერს შეუძლებელს ხდის და ყოველდღე მასწავლი, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო, არის ის, რომ გაჩვენო - სადაც არ უნდა წავიდეთ, შეგვიძლია ის ადგილი უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე ვიპოვეთ.შენ, ვინც დედად მაქციე და ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა მიეცი. შენ, ვინც პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გავიგე - ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. შენ, ვინც ჩემს ყველა ოცნებაზე ბევრად მეტი ხარ - ჩემი ანგელოზი შვილის სახით.დღეს შენი პირველი დაბადების დღეა და გისურვებ სიყვარულით, თავისუფლებით სავსე ცხოვრებას, ყველა სფეროში.შენ, ჩემო მზის სხივო, რომელიც ანათებ ჩემს სამყაროს. უბრალოდ მიყვარხარ. ჩემო მამაცო, ჭკვიანო და ძლიერო გოგონა.სიყვარულითა და პატივისცემით, გიორგინა უზკატეგი, დედა" - წერს ჯორჯინა და დაბადების დღის ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.         

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს, კონკურსის შედეგების თანახმად, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს. რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც მიმართვაშია აღნიშნული, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კონკურსში ჩართულობისა და აკადემიური პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის მეცნიერ-მკვლევრებს, პედაგოგებს, მათ შორის უცხოელ კოლეგებს, და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბით სახელმოხვეჭილმა მეცნიერებმა. კონკურსის შედეგების თანახმად: სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტების მეთოდებსა და მონაცემების მიღება-ანალიზის მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ფიზიკოსები: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი, COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა; სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციათა კურსს წაუკითხავს ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი და ყოფილი რექტორი, ცნობილი მეცნიერი და ინჟინერი ლეჰ დენისი; სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტში ლექციებს წაიკითხავს კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც ასევე განავითარებს „მეწარმეობის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამას და იზრუნებს როგორც არსებული აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაძლიერება-განვითარებაზე, ისე მაღალი საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-დაგეგმვაზე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხაზს უსვამს კონკურსის მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უმაღლესი განათლების ხარისხი, კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი სკოლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტებია.რექტორის თქმით, სწორედ მსგავსი დონის აკადემიური კადრების ჩართულობა განაპირობებს უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად გილოცავთ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას! თქვენი პროფესიონალიზმი, კვლევითი გამოცდილება და აკადემიური შესაძლებლობები ის საძირკველია, რაზეც ჩვენი უნივერსიტეტი მომავალს აშენებს.მოხარული ვართ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ მომავალ ინჟინრებს, ტექნოლოგებს, მკვლევრებს, მეწარმეებს, ჰუმანიტარებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა კვალიფიციურ ცოდნაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა.ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა, რაც თქვენი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით, საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. მჯერა, თითოეული თქვენგანის წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწრაფი განვითარების, ინსტიტუციური პროგრესისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო პროცესისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, უნივერსიტეტის, მისი კურსდამთავრებულების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. თქვენი უშუალო ჩართულობით, ყველა ეს პროცესი შეუქცევადად აისახება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის გაძლიერებაზე.მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც აღიარებს უმაღლესი განათლების სისტემის როლის მნიშვნელობას ქვეყნის ინტელექტუალური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული წინსვლის საქმეში. რეფორმის განსახორციელებლად მუშაობს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის მთავარი ამოცანაა უნივერსიტეტების სისტემური გაძლიერება, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეფორმის ამოქმედება მიზნად ისახავს ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რითაც სტუდენტებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზებს ინოვაციურ, საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას. ამავდროულად, რეფორმა ჩვენს ახალგაზრდებს გაუმარტივებს შესაძლებლობას, მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება საკუთარ ქვეყანაში.კოლეგებო, გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ აკადემიურ საქმიანობას, შემოქმედებით წინსვლასა და არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას!“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ღია საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 9 ივნისს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიებისა და მათი სამდივნოების შექმნის შესახებ დადგენილება აკადემიურმა საბჭომ 8 ივნისს მიიღო.უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2021 წლის 30 ივნისის ერთობლივი სხდომის #01-05-17/07 დადგენილებით, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მეორე მუხლის თანახმად: 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ირჩევს საკონკურსო კომისია.

მიხეილ სააკაშვილი – „საპარლამენტო კომისიის” დასკვნა დამადანაშაულებს მე „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და საფუძველს შექმნის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დე იურედ ცნობისთვის

ივანიშვილის მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, აგვისტოში იგეგმება მოგონილი „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დაადანაშაულებს მას და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში.„ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს ეფესბეში, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად, საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დე იურედ ცნობისთვის.რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას.ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“- წერს სააკაშვილი. 

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადით იქნება წარდგენილი.კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017 წელს, მეორე ვადით კი, 2021 წელს აირჩიეს.

ახალი კვლევა-ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა — ახალი კვლევა

ახალი ამბების სტატიებსა თუ სოციალური მედიის პოსტებში გამუდმებით გვახსენებენ, რომ მეტი უნდა გვეძინოს. ალბათ აღარ გსურთ იმის მოსმენა, რომ არასაკმარისი ძილი საზიანოა თქვენი თავის ტვინისთვის, გულისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე და სექსუალური ლტოლვაზე.იდეალური რაოდენობამიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ცოტა სძინავს, ზოგს კი მეტი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სხვაობებზე, მაგრამ ეს სხვაობები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.ძილი დამოკიდებულია ასაკზეც. თინეიჯერებს ხშირად დიდხანს ძილი უნდათ და შეიძლება ამის ფიზიკური საჭიროებაც ჰქონდეთ. თინეიჯერების ძილის რეკომენდებული რაოდენობა ზრდასრულებზე ოდნავ მაღალია — რვიდან ათ საათამდე. ისინი შეიძლება უფრო გვიან იძინებდნენ და გვიან დგებოდნენ.დიდხანს ძილის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულებსაც. თუმცა, თუკი მათ ძილის დარღვევა არ აქვთ, საჭირო ძილის ოდენობა იგივეა, რაც მათ ახალგაზრდობაში იყო.ზრდასრულთა უმეტესობისთვის საჭირო ძილის რაოდენობა შვიდიდან ცხრა საათამდეა — ჯანმრთელობისთვის იდეალური ვარიანტი.ამას გარდა, ხშირად მხოლოდ ძილის რაოდენობა არაფერს ნიშნავს. კარგი ხარისხის ძილი და დაძინებისა და გაღვიძების თანმიმდევრული დრო თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ასეთივე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა.გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს რეკომენდებული რაოდენობით არ სძინავს, უფრო იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ საკმარის ხანს გვეძინოს, ვიდრე გვაღელვებდეს ზედმეტი ძილი.იმისათვის, რათა ღამით კარგად დაიძინოთ, მეტი დრო გაატარეთ დღის სინათლეზე და დღის განმავლობაში აქტიური იყავით, ეცადეთ, შეეჩვიოთ დაძინებისა და გაღვიძების რეგულარულ დროს. დაწოლამდე ერთი საათით ადრე თავი აარიდეთ ეკრანებს, დაკავდით რაიმე მომადუნებლით და დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი წყნარი, ბნელი და კომფორტულია.თუ შენიშნეთ, რომ რეგულარულად იმაზე მეტხანს გძინავთ, ვიდრე გჩვეოდათ, შეიძლება ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცაზე განიშნებდეთ.მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

ბოლო სიახლეები