პარასკევი, მარტი 21, 2025

ნინო დარასელი ეროვნულ ნაკრებზე: ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები

ნინო დარასელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ. როგორც ის აღნიშნავს, თუ აქციაზე მონიტორს მიიტანენ და ნაკრების თამაშის ყურებას დააპირებენ, პროტესტის ნიშნად, აპირებს ზურგით დადგეს მონიტორთან, ვინაიდან, ფეხბურთელებს ქვეყანა “კიდიათ”.

“ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები. მეგონა საქართველოსთვის თამაშობდნენ, და თურმე მაგრად კიდიათ ქვეყანაც და გულშემატკივარიც, რომელიც მეოთხედფინალში გასულებს ისე დახვდა, გეგონება ევროპის ჩემპიონები გახდნენ”, – წერს ნინო დარასელი. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ის, რაც გვესმის ტრამპის ადმინისტრაციისგან, სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებთან” – პაატა სალია

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადასატვირთად მზადაა. საპარლამენტო უმრავლესობაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ და აცხადებენ, რომ ქართულ ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ინტერესების თანხვედრაა."ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, ამას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება, თუმცა ის თანხვედრა, რომელიც გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან, სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებებთან, იმ გზავნილებთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგზავნის საკუთარი ამომრჩევლების მიმართ.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ახლო პერიოდში შეიძლება ვნახოთ ამ კუთხით გარკვეული, პოზიტიური ცვლილებები," - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ.

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება

ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშა, მათ არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ და ჯერჯერობით თავიანთი პატრონებისგან ინსტრუქციაც არ აქვთ.„ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიყვანეს ამ ინსტრუქტორებმა, მასწავლებლებმა და სცენარის ავტორებმა ოპოზიციის საკმაოდ სერიოზულად დიდი ჯგუფი, რომელსაც უკვე ოპოზიციაც აღარ ეწოდება. ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშნენ, ფაქტობრივად, აუტსაიდერები გახდნენ და არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ, როგორ შეინარჩუნონ საკუთარი რენომე, ამიტომ უკანაც არ იხევენ იმ ბოროტი სცენარიდან, რომელიც ჰქონდათ თავიდან ჩამოყალიბებული. მათ ახალი ინსტრუქციაც არ გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლურად, 21 ძირი ნერგი დარგეს. დარგვის აქციას ქუთაისის დღის ცენტრის - "ჯადოსნური სამყაროს" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც შეუერთდნენ.

“სასწაულები ხდება…” – მარიამს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია

ეს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო სოციალურ ქსელში ცნობილი ქველმოქმედის, დანტესი ფოტოგრაფის მეშვეობით. დანტესი და ექიმი მედეა იობაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის, რომელიც ხუთშვილიანი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.როგორც დღეს დანტესი და მედეა იობაშვილი იუწყებიან, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას."სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე... სრული ტრანსფორმაცია... შოკში ვართ ყველა... უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში..." - ამბობს დანტესი.

დონალდ ტრამპი – ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები