ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ატყუებდნენ.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, – განაცხადა სამხარაძემ.