პარასკევი, მარტი 6, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე – კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ საკანონმდებლო ინიციატივები, რათა პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს, ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე შევხვდით სხვა კომიტეტის წევრებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს.

„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. ძირითადი თემა ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში.

შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, რათა იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრული გამოყვანის შესახებ. ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმაცნობისთვის, 5 მარტს, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა, ხოლო ილჰამ ალიევმა თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ  დარტყმა ისრაელმა განახორციელა.

ზვიად შალამბერიძე: როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისოდ დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფო მიმართ ბრალდებებს აფასებს.შალამბერიძე ვიდეომიმართვაში ფართოდ მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შესაძლოა ეს საჯარო განცხადებები ქმნიდეს არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ საქართველოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ნარატივების შექმნის კუთხით.„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ განცხადებების სერიას ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ირანის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობას და ამ თემას იყენებს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია, უკიდურესი სიფრთხილით და დიპლომატიური სიზუსტით იმოქმედოს, მსგავსი განცხადებები განსაკუთრებულად მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს.სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ბრალდებებს, თითქოს,საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ერთ-ერთ მხარეს საერთაშორისო კონფლიქტში, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ძალები ან თითქოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. ამგვარი განცხადებები ხშირად კეთდება მტკიცებულებების გარეშე და მათი გავრცელება პირდაპირ აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და უსაფრთხოების გარემოზე. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიდესაც ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და იძულებულია, ფაქტობრივად, იუველირული სიზუსტით მართოს თავისი დიპლომატიური პოზიცია, რათა არ აღმოჩნდეს დიდი საერთაშორისო ძალების დაპირისპირების ეპიცენტრში, ასეთ დროს დაუდასტურებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები არ არის უბრალოდ შიდაპოლიტიკური პოლემიკა. ისინი ქმნის საერთაშორისო ნარატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ , აძლიერებს გარე ზეწოლის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იმ კონფლიქტების ჩრდილში, რომლებთანაც საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს“, - ახადებს ზვიად შალამბერიძე.იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებები აღარ არის შიდაპოლიტიკური შეფასება და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მათზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.„პოლიტიკოსი ან საჯარო ფიგურა მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში ან საერთაშორისო პარტნიორებს უგზავნის სიგნალს, თითქოს, საქართველოს სახელმწიფო დგას გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ერთ-ერთი მხარის გვერდით, ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. ასეთ ქმედებებს შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პოზიციაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, დაიცვან ქვეყნის სტაბილურობა უსაფრთხოება და საერთაშორისო რეპუტაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყურადღებით შეაფასონ ასეთი განცხადებები და მათი შესაძლო შედეგები ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს ან საერთაშორისო დონეზე ქმნის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნარატივებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება“, - აღნიშნავს შალამბერიძე.ამასთან, მას მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნებაა, პოლიტიკურმა ძალებმა ძალამ უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. „საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი და კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა, არსებობს მკაფიო ზღვარი პასუხისმგებელ პოლიტიკურ დისკუსიასა და ისეთ ქმედებებს შორის, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო იძულებულია, დიდი სიფრთხილით შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც აზიანებს ქვეყნის საგარეო პოზიციას, არ შეიძლება, დარჩეს ყურადღების გარეშე. დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაცვა ნებისმიერი გარე დაპირისპირებებისგან. სწორედ ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიაზროს საკუთარი სიტყვების ფასი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ან აძლიერებს საქართველოს ჩათრევის რისკს საერთაშორისო კონფლიქტში, აუცილებლად მიიღებს შესაბამის სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ შეფასებას“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების შედეგად 3 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების შედეგად 3 000-ზე მეტი სახლი და 500 კომერციული ცენტრი დაზიანდა.გავრცელებული ცნობით, ყველაზე მეტად დედაქალაქი თეირანი დაზარალდა.ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა 14 სამედიცინო და ფარმაცევტული ცენტრი. ასევე დაშავდა საზოგადოების ხუთი თანამშრომელი.„თავდასხმების სამიზნეების უმეტესობა მჭიდროდ დასახლებული რაიონები იყო“, – განაცხადა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ.ირანის მტკიცებით, რამდენიმე საავადმყოფოს გარდა, დაზიანებულია თეირანის ბაზარი, მეჰრაბადის აეროპორტი, რომელიც ძირითადად შიდა რეისებს ემსახურება და აზადის სტადიონი.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერთან, გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭე

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასატო კანდამ განაცხადა.როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას. განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

კახა კალაძე „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევაზე – რეგიონში რთული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის განცხადებები, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია.კითხვაზე, რას ემსახურება მედიით გავრცელებული „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევა, თითქოს „ირანის ისლამური რესპუბლიკა გეგმაზომიერად და ორგანიზებულად აფართოებს გავლენასა და გავლენის ინფრასტრუქტურას საქართველოში“, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება მოღალატეობრივი ნაბიჯია.„პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეული. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, მსგავსი ტიპის კვლევა ხომ არ არის საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, როგორც კალაძემ განაცხადა, მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.„რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები ყველაფერს ემსახურება. მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. თუ ქვეყანა და ხალხი უყვართ, მით უმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ უნდა აკეთებდნენ?“, – აღნიშნა კალაძემ.ამასთან, კახა კალაძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მთავრობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი აქვს.„რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ. ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადებაა გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მუქარა, შანტაჟი გვესმოდა, რაც არც მეგობრობაა, არც ნორმალური ურთიერთობა. შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გვაქვს მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიხედება. თუნდაც საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაც იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები