ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025

ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა სასამართლო პროცესები. როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, გაჭიანურება სასამართლოს მიზეზით არ მომხდარა.

“ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი, საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით 100 ტომი იყო. ასევე, საწყის ეტაპზე მრავალპირიანი საქმე იყო. ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობამ, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა”, – განაცხადა მოსამართლემ.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს.

“ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მოუთმენლად ველოდები ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება

თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შემუშავებული, ორივე მხარის დამატებითი წვლილის შეტანით დაიხვეწა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება რუს და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას, თუმცა „ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში იქნება“. იქამდე კი, ტრამპის თქმით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად – სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, უკრაინელებთან შესახვედრად კი არმიის მდივანს, დენ დრისკოლს გაგზავნის.„ამ სამშვიდობო გეგმისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დავავალე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.„გასული კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!). გასულ თვეში 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს გრძელვადიან უსაფრთხოებას, შეესაბამებოდეს გაერო-ს პრინციპებს და ინარჩუნებდეს უკრაინის სუვერენიტეტს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომის დასრულების ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები „ძალით არ უნდა შეიცვალოს.“„მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მიერ ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, ინარჩუნებდეს მის სუვერენიტეტს, შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას.“შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები თანათავმჯდომარეობდნენ და რომელსაც მსოფლიო ლიდერები,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მშვიდობას მხარი „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებით“ უნდა დაუჭირონ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით, კოალიციის ლიდერები მარკო რუბიოსთან შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა. ამასთან, კოალიცია მიესალმება გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით. ასევე ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც 26 ნოემბრით თარიღდება.„26 ნოემბერი 2025 წლის., ახალი წინასწარმეტყველება. დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი. 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება! ხოლო ერთ-ერთი მათგანი ( მას ყველა იცნობს) (მძიმე ზარები ეკლესიებზე)!!! ამ თემას შევეხე რამოდენიმე ხნის წინაც! იგლოვებს ერი და ბერი !!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი აქ და ახლა!!!“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში. 

სოკო, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

ჩინეთიდან და კენიიდან მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკო Aspergillus tubingensis-ს პლასტმასის დაშლის უნარი აქვს. კვლევის შედეგები Inhabitat-მა გამოაქვეყნა.პლასტმასის გადამუშავების არცერთი არსებული მეთოდი არ იყო ოპტიმალური. „ჩვენ გვინდოდა ბუნებაში გამოსავლის პოვნა. თუმცა, პლასტმასის დაშლის უნარის მქონე მიკროორგანიზმების პოვნა ადვილი არ იყო“, - თქვა მეცნიერმა.მკვლევრებმა პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში ნაგავსაყრელიდან ნიმუშები შეაგროვეს, რათა დაედგინათ, იკვებებიან თუ არა ცოცხალი არსებები პლასტმასით ისე, როგორც სხვა ორგანიზმები იკვებებიან მცენარეული და ცხოველური მასალებით. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სოკო Aspergillus tubingensis-ს შეუძლია პლასტმასის ზედაპირებზე ზრდა და გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ პოლიმერებში ქიმიურ ბმებს. ამისათვის ის იყენებს თავის მიცელიუმს - ვეგეტატიურ სხეულს, რომელიც შედგება თხელი, განშტოებული, ძაფისებრი სტრუქტურებისგან (განკუთვნილია უსქესო გამრავლებისთვის, კვებისა და ზრდისთვის).

ასტროლოგები გვიზიარებენ ინფორმაციას 2025 წლის დეკემბრის 2 ყველაზე საშიშ დღეზე

საშიში დღეები აღარ იარსებებს, თუ წინასწარ ვიცით, როდის გვიმზადებს სამყარო განსაცდელს. ასტროლოგებმა და ბიოენერგეტიკის ექსპერტებმა გამოავლინეს 2025 წლის დეკემბრის ყველაზე არახელსაყრელი თარიღები. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: არცერთი დღე არ არის განწირული ნეგატიური იყოს, თუ შეინარჩუნებთ პოზიტიურ ხედვას და წარმატებისთვის განაწყობთ საკუთარ თავს.11 დეკემბერი - მერკური მშვილდოსანში ამ დღეს, მერკური რეტროგრადული მოძრაობის გამო მშვილდოსანში ბრუნდება. ეს კონფიგურაცია ამცირებს მის ენერგიას და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოვრების მრავალ სფეროზე:ფინანსური საკითხები შეიძლება გეგმის მიხედვით არ წარიმართოს. მოგზაურობამ ან საქმიანმა მივლინებებმა შეიძლება მოულოდნელი სირთულეები გამოიწვიოს. დეტალებისადმი ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პრობლემების ან გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. ამ პერიოდში უაზრობა და სასოწარკვეთა ძალიან არასასურველია. ასტროლოგები გვირჩევენ, განსაკუთრებით ფხიზლად იყოთ 11 დეკემბერს და მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში, ყურადღებით დაგეგმოთ თქვენი ქმედებები და თავი აარიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.21 დეკემბერი – ზამთრის მზებუდობა ზამთრის მზებუდობა არის დღე, როდესაც მზე ყველაზე დაბალ ენერგიაზეა. მისი სუსტი გავლენა მთვარის ენერგიას თავისუფლებას აძლევს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:დეპრესიული აზრები და აპათია. ენერგიისა და მოტივაციის მნიშვნელოვანი ვარდნა. კონცენტრაციის სირთულე და ემოციური დისბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვის ყველაზე საშიში დღე არ არის, მისი გავლენა იგრძნობა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის. ნეგატივის მინიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია აქტიურობა.როგორ დავიცვათ თავი სახიფათო დღეებში შეინარჩუნეთ პოზიტიური ხედვა. მოერიდეთ კონფლიქტებს და სარისკო გადაწყვეტილებებს. წინასწარ დაგეგმეთ ფინანსური და სამუშაო საკითხები. შეინარჩუნეთ ემოციური ჯანმრთელობა: სეირნობა, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, მედიტაცია.გახსოვდეთ: არახელსაყრელი დღეების შესახებ ცოდნა ხელს უწყობს მათი გავლენის შემცირებას. გამოიყენეთ ეს თარიღები, როგორც შესაძლებლობა, იყოთ უფრო ყურადღებიანი საკუთარი თავის და სხვების მიმართ და „საშიში“ დღეებიც კი შეიძლება სერიოზული პრობლემების გარეშე გავიდეს.

ბოლო სიახლეები