ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025

ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს

ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა,

ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად.

1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სენატმა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილები გამოაქვეყნოს

აშშ-ის სენატმა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს სექსუალურ სკანდალში მხილებულ მილიარდერ, გარდაცვლილ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტი“ სენატმა ერთხმად, დაჩქარებული წესით, ფორმალური კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ეს კი მას შემდეგ, რაც კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 427 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. შესაბამისად, კანონპროექტი სენატიდან პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.„საქმე არა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ან კონგრესისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას, არამედ ხალხისთვის იმ გამჭვირვალობის მინიჭებას ეხება, რასაც ისინი დიდი ხანია ითხოვენ,“ – აცხადებს აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი.შუმერი ჯეფრი ეპშტეინის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ვინც გოგონების მიმართ ძალადობას ხელს უწყობდნენ, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.ცნობისთვის, თავიდან დონალდ ტრამპი ფაილების გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა და კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდა, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებისთვის მიეცათ ხმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.

დონალდ ტრამპი – საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.ტრამპის თქმით, მადლობას უხდის საუდის არაბეთის პრინცს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე თანხმობისთვის. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას დათანხმდით. და რადგან საუდის არაბეთის პრინცი ჩემი მეგობარია, შესაძლოა, ის ტრილიონად აქციოს. მე ამაზე ვიმუშავებ. ეს 600 მილიარდი დოლარია, თუმცა შეიძლება, რიცხვი ცოტათი გაიზარდოს. ვნახოთ, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. საუდის არაბეთი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში და სამუშაო ადგილებში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მოჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა დღეს ან ხვალ ეს თანხა ტრილიონამდე მართლაც გაზარდოს.„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრ კარგ რამეს აკეთებთ, კარგ საფუძველს ქმნით ეკონომიკური ზრდისთვის, შეერთებულ შტატებში ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე, მუშაობთ მსოფლიო მშვიდობისთვის. მჯერა, დღეს ან ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის თითქმის ერთ ტრილიონამდე გაზრდას“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.მოჰამედ ბინ-სალმანს დონალდ ტრამპმა მიმართა კითხვით: „შენ ახლა ამბობ, რომ 600 მილიარდი დოლარი ერთი ტრილიონი გახდება?“, – რაზეც მოჰამედ ბინ-სალმანმა უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება.

გოგა მანია 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.ვის გაუმართლებს - გულწრფელ და კეთილ ადამიანებს.ვის გაუჭირდება - მათ ვინც არ იცის ემოციების კონტროლი და არის დისბალანსში და ცდილობენ, რომ ცუდით იმანიპულირონ. როგორც მოექცევით სხვას, ის ათმაგად უკან დაგიბრუნდებათ.მადლიერებით გავაცილოთ 2025 წელი და შევხვდეთ ცეცხლოვან ცხელის წელს მეტი სიყვარულით, დაფასებით და ადამიანობით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 23:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა.მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოში რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში დავინახეთ, ეს ძალიან საშიშია

ერთი წლის წინ ქართველ ხალხს სჯეროდა, რომ ხელისუფლება თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ შეასრულებდა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჰელსინკის კომისიაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.მისივე თქმით,  ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს  ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას.„დაახლოებით ერთი წელი ან ცოტა მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიყავი. ეს არჩევნებამდე იყო და ვნახე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა. მათ იმ დროს სჯეროდათ, რომ ხელისუფლება შეასრულებდა თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, თუმცა ეს უხეშად დაირღვა.ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან. ამ ათწლეულის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ რეფორმებს. რასაც ახლა ვხედავთ, მე ამ ხელისუფლებას ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, ეს არის რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში  დავინახეთ. ეს ძალიან საშიში რამ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს  ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

ბოლო სიახლეები