ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

ნიკა მელია – დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?

26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის დღეა, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება, ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგანაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას განვითარებული მსოფლიოსკენ კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა.

„დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. კერძოდ, რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მკაფიოდ. ჩემი პასუხი მათ, ვინც ამ ეტაპზეც, ჯერაც, ამ კითხვაზე პასუხს არ ან ვერ სცემს, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება, კეთილსინდისიერებაც და პოლიტიკური ალღოც, ჩემი პასუხი ყველა ასეთ სუბიექტს: მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა, უბრალოდ, თუნდაც ძალიან ცუდი ხარისხით ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვას პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ახლა ეს ხალხი გვთხოვს, სულ მცირე, გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით?“ – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, რადგან ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 26 მაისი არ დაემსგავსება 31 მარტს. ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან, იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე ოთხი თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი არის, რომ არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური ართანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება, სულ მცირე, იმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე მკაფიო პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს."მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!" - წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებთან განვიხილავთ დონალდ ტრამპთან საუბრის დეტალებს, მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს მშვიდობასთან მიახლოების პროცესში ჩართული, რუსეთს სწორედ ამერიკის ეშინია

რუსეთს ამერიკის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.მისივე თქმით, ამჟამად მოკავშირეებთან ერთად განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალებს.„დიპლომატია უფრო ძლიერია, როცა გაერთიანებულები ვართ. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან გუშინდელი საუბრის დეტალებსა და იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა დარჩეს ჩართული მშვიდობასთან მიახლოების პროცესში. სწორედ ამერიკის ეშინია რუსეთს და სწორედ ამერიკის გავლენას შეუძლია, გადაარჩინოს ბევრი სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის ახალი, რიგით მეჩვიდმეტე სანქციების პაკეტის დამტკიცება. ზელენსკის შეფასებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი.„ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და უნდა იყოს იმდენი სანქცია, რამდენიც საჭიროა რუსეთის მშვიდობით დაინტერესებისთვის, მისი აგრესიისა და ომის გახანგრძლივების სურვილის სრული ფასის შეგრძნებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

გედევან ფოფხაძე: მომხრე ვარ რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება

„აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება, იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს, ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია ან მიგაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე...სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გადაცემა „სპექტრში“ განაცხადა.„მე არავის არ ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიას, რომელმაც გადაწყვიტა, ჩვენ წაგვართვას სამშობლო და მომავალი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება – როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი

პეპელა, როგორც სიმბოლო, ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურადღებას. სხვადასხვა კულტურაში ის არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს, არამედ სულების მნიშვნელოვან შეტყობინებებსაც. სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ნიშნები ასოცირდება პეპლებთან, როდის არის მათი გამოჩენა სასიხარულო ამბის მომასწავებელი და როდის უნდა იყოთ ფრთხილად.პეპელა სახლში: სიმბოლიზმი სხვადასხვა კულტურაში მრავალ კულტურაში პეპელა გარდაცვლილი წინაპრების სულთან ასოცირდებოდა. მისი გამოჩენა სახლში ხშირად აღიქმებოდა, როგორც სულის არსებობის ნიშანი, რომელიც შთამომავლებს უყურებს. პეპელა ასევე იყო აღორძინებისა და მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, რომელიც ხშირად იყო გამოსახული ქრისტიანულ ხელნაწერებში, სადაც ჩვილი იესო პეპელას ხელს უწვდის, როგორც ახალი დასაწყისის სიმბოლოს. იაპონურ კულტურაში პეპელა ასევე სიმბოლურად გამოხატავს სულს, განსაკუთრებით გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სულს. მისი სახლში გამოჩენა იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ გარდაცვლილთან ყველაფერი კარგად იყო და ის სასიხარულო ამბავს გადასცემდა. წყვილად ფრენა პეპლებს ხანგრძლივ და ბედნიერ ურთიერთობებთან აკავშირებდა. იაპონიაში პეპლები ასევე ითვლება აღორძინებისა და სულიერი ზრდის პროცესის სიმბოლოდ.ჩინურ კულტურაში პეპლები ბუნების სულების მაცნეები არიან, ასევე სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოები. თუ სახლში პეპლები წყვილ-წყვილად ჩნდებიან, ეს ურთიერთობისთვის კარგ ნიშნად ითვლება. გარდა ამისა, ფენ-შუი გვირჩევს სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პეპლების სურათების გამოყენებას სიყვარულში წარმატების მოსაზიდად.თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტია პეპლის ფერი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ნიშნის ინტერპრეტაცია.თეთრი პეპელა კარგი ცვლილებების, სინათლისა და სასიხარულო ამბების სიმბოლოა.ყვითელი და ნარინჯისფერი პეპლები გპირდებიან ფინანსურ წარმატებას, საჩუქრებს და ბედის კეთილშობილებას. ეს პეპლები განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის. ლურჯი ან ღია ცისფერი პეპელა იშვიათი, მაგრამ ძლიერი ნიშანია იმისა, რომ სანუკვარი ოცნება ახდება, განსაკუთრებით თუ ადამიანმა ძალისხმევა გასწია.წითელი პეპელა არის ვნებიანი სიყვარულის ან პირად ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების სიმბოლო.შავი პეპელა - ხშირად აღიქმება, როგორც მწუხარების ნიშანი ან გარდაცვლილის შეხსენება, რომელსაც ხსოვნა და ყურადღება სჭირდება.ფერადი პეპელა სიმბოლოა შერეული მოვლენების, სიხარულისა და სიურპრიზების, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრების.ნიშნის სწორად წასაკითხად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადგილს, სადაც პეპელა ჩერდება.ფანჯარაზე სიახლეების მაუწყებელია, ხშირად შორეული ადამიანებისგან. ეს შეიძლება იყოს წერილი ან სატელეფონო ზარი.კარზე - სიმბოლოა წარსულიდან ვინმეს დაბრუნების, ვინც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავთ.ხელზე არის საჩუქრის ან ბედნიერი შემთხვევის ნიშანი, რომელიც შთაგონებას მოიტანს.თავზე - აზროვნების ან გამჭრიახობის ცვლილებების საწინდარი. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს ხანგრძლივი გამოცდილებისგან განთავისუფლებას.მხარზე - სიმბოლოა საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის ან საიმედო მოკავშირის გამოჩენის. ყვავილზე - ახალი გრძნობებისა და ურთიერთობების აყვავების.ხატებზე ან ფოტოებზე - ეს შეიძლება იყოს გარდაცვლილი ნათესავების გზავნილი, რომელიც სიფრთხილისა და დაბალანსებული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს.თუ პეპელა უბრალოდ წრეზე დაფრინავს დაშვების გარეშე, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისთვის, ვინც პირველად შენიშნა იგი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რა განწყობაზე იყავით და რას აკეთებდით იმ დროს, როდესაც მწერი შენიშნეთ, რათა სწორად გაიგოთ შეტყობინების მნიშვნელობა.

მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს.კერძოდ, რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე პირი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა.აქტივისტებმა მარკო რუბიოს დარბაზში შესვლამდეც გამოხატეს პროტესტი.„შეწყვიტეთ გენოციდი“, „დაუწესეთ სანქციები ისრაელს“ და „დაიწყეთ ბავშვების კვება“ – სკანდირებდნენ აქტივისტები, როდესაც რუბიო სხდომაზე შედიოდა.

ბოლო სიახლეები