შაბათი, დეკემბერი 6, 2025

ნიკა გვარამია: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა

ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ, – წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია.

„საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.

ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!

გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.

ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ერთადერთი, რისი იმედიც, ქოცებს დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.

ჩავხედოთ რეალობას თვალებში – ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია,

მივდივართ – ევროპაში!

და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!“, – წერს ნიკა გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს

6 დეკემბერს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ტურის 2025 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალებში კი – 48, 52, 57 და 63 კგ-ში.6 დეკემბერს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი იჭიდავებს:-90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე-90 კგ 23-წლამდელთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს. მისი პირველი მეტოქე რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებული იქნება.-100 კგ ილია სულამანიძე აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოვა. სასტარტო დაპირისპირებაში ის იაპონელ ნოზომუ მიკისა და კორეელ იეუპ ჰანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე შვედი კარლ ბათი იქნება.+100 კგ მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ეგვიპტელ მოჰამედ აბორაკიას დაუპირისპირდება.-57 კგ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, ის კორეელ შინსა და სლოვაკელ გაჯიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ნახალგაზრდა ნინო ლოლაძე კი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენი იქნება.ტოკიოს გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყება კი 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით

ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, გამარჯვებულებს ერთ კვირაში გამოავლენენ.„საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება (გავუგზავნით) ჩემი წიგნით, პირადი მიძღვნის ხელმოწერით. გამარჯვებულებს გამოვავლენთ ერთ კვირაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სუსში, ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში შს ყოფილი მინისტრი და ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს.BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. 

ტატა ხვედელიანი – ბიუროს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ბიბისის“ სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლისას იყო დარღვევები, რაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საფუძველს ქმნის

ერთ-ერთი საერთაშორისო მედიასაშუალებით გასული საგამოძიებო სიუჟეტი ადასტურებს, რომ აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. ეს ქმნის საფუძველს, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და პასუხები გაეცეს ნებისმიერ კითხვას, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მოწმეების განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.„არ აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, როგორ პანიკაშია ჩავარდნილი „ქართული ოცნების“ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. ვნახეთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება. დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერებები შერეული იყო წყლის ჭავლში მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია. მან იმ ვარაუდებზე საუბარი დაიწყო, რომ გასარკვევია, რომელი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული. ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ იქ რაღაც ისეთი იყო. რაც კანონსაწინააღმდეგო იყო. რამაც ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და კიდევ არ ვიცით. რა შედეგებს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.ჩვენ ბიუროს უახლოეს სხდომაზე დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. მნიშვნელოვანია, პასუხები გაეცეს თავისუფალი გამოძიებით საერთაშორისო მხრიდან იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაშია და ასეთი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. საერთაშორისო მიმართულებითაც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიძიოთ ისეთი ფაქტები, რომლებმაც ჩვენს მოსახლეობაზე ასეთი მძიმე შედეგები იქონია. ვინც მხარს არ დაუჭერს ჩვენ მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობაც პერსონალიზირებულად უნდა გადაინაწილოს, რომ მას არ სურს ის, რომ ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ სიმართლე გაირკვეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ბოლო სიახლეები