ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში დღეს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.
„უკვე ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავის უფლებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად. ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას. ქართველი ხალხის ხანგრძლივი მეგობარი – ნიდერლანდები აღიარებს მათ გამძლეობასა და ერთგულებას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი“, – წერია განცხადებაში.

