ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

ნაცმოძრაობის წევრები ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის წევრები” ფრაქციის სხდომის ფარგლებში, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა ბაღებში კვების საკითხი უნდა განიხილონ.

“იმედია, კონკრეტიკას მოვისმენ ამ კუთხით. თუ ასეთი ფაქტები არის დაფიქსირებული, ჩვენ აუცილებლად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სანიტარული მდგომარეობის, არამედ ყველა იმ სერვისის მონიტორინგს, რომელიც ბაღებში გვაქვს. შესაბამისად, ვრეაგირებთ ნებისმიერ გადაცდომასა და დარღვევაზე. მსგავსი ფაქტები მასიურად არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას” – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა დეტალურ კითხვებს თავი აარიდა. "ივანიშვილის პოზიცია არის ის, რომ ეს არ იყო სესხი და მთელი ეს საბანკო სტრუქტურა იყო უბრალოდ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არცერთ ხელშეკრულებას. ყველა კითხვაზე იძლეოდა ზოგად, ერთნაირ პასუხს. არცერთ დეტალურ კითხვას მან არ უპასუხა და თავი აარიდა", - განაცხადა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, კვლავ მათი მხარის პოზიცია დასტურდება-  ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. "დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ. პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან ყველა კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მიიღო. "არცერთ კითხვაზე მას ( ბიძინა ივანიშვილი) თავი არ აურიდებია. რაიმე არსებით გარემოებაზე კითხვა მე არ მომისმენია. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მიიღო ძალიან დაზუსტებული პასუხი. პირდაპირ დადასტურდა ის, რასაც დოკუმენტურად და რაც აქამდე ძალიან ბევრ კონტექსტში იყო გაჟღერებული, რომ სწორედ დაზარალებული ინვესტორი იყო ამ ურთიერთობაში ჩართული, სწორედ მისი ინვესტიცია იყო, ბრალდებულმა ეს საკითხები ტექნიკურად მოაგვარა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ინვესტიციის შესაბამისად მისაღები ბიტკოინები რეალურად მან მიითვისა და ამის შემდგომ მოხდა ამ აქტივების ლეგალიზაცია", - აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ – თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე USAID-ის დახურვის დაანონსებისა და ქართველი რადიკალების ახალი სტრატეგიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის თქმით, ახლა გახდება ცნობილი ქართველი რადიკალები ღირებულებების ერთგულნი იყვნენ თუ ჩარიცხული მილიონების. „დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა “ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი “ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ USAID-ის ნაცვლად იქნება სხვა ორგანიზაცია, რომელიც ახალი პრინციპით გასცემს გრანტებს და არ იქნება გასაკვირი თუ გიგაური და სხვა რადიკალები ტრადიციების დამცველები გახდებიან, რადგან მათთვის მთავარი არა პრინციპები, არამედ ფინანსური ღირებულებებია. „ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების? დავინახავთ, მარტო დატოვებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ კვლავ იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად შიშველი ხელებით, მხოლოდ იდეის დონეზე? ბუნებრივია, ისინი ლიბერალები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ, ხმალამოწვდილებმა „დაიცვან” ეკლესია, რწმენა, ოჯახური ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქალსა და კაცს შორის უფლის მიერ დაწესებული ურთიერთდამოკიდებულებაც კი. რას იზამ, როცა მიჩვეული ხარ განცხრომით ცხოვრებას, აზრი აღარ აქვს ვის უფლებებს იცავ, მთავარია ფული აიღო. „დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა „ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი „ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ. იმედია, ქართველი ლიბერალების პატრონები ამერიკის სენატში ტექსტს თუ არა, რეზოლუციის დასათაურებას მაინც შეცვლიან, რადგან კოშმარი უკვე საკუთარ სახლში აქვთ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ემსახურება რეპრესიებს, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს – ირაკლი ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები, მათ შორის დღეს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ემსახურება რეპრესიების განხორციელებას. „უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით ფაქტობრივად მეორე დღიდან, შესაბამის პროცედურებსაც მივმართეთ იმის შემდგომ, რა სპეცოპერაციაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ, მოახდინოს მათი დაკავებები და განეიტრალება. ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს გადაწყვეტილება ემსახურება ამ მიზანს. მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა.

ცოტნე ანანიძე: გენდერის თემაზე და უცხოური ფულით შიდა ჩარევაზე რომ “მონები” ვიყავით, მოგვიხსნა მონობა ამ მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, თუ “დაიტოვე” გვტოვებს მაინც?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გენდერის თემაზე გაკეთებულ განცხადებასთან და USAID-ის მიერ საქართველოში არეულობის შექმნისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გენდერის თემაზე და უცხოური ფულით შიდა ჩარევაზე რომ "მონები" ვიყავით, მოგვიხსნა მონობა ამ მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, თუ "დაიტოვე" გვტოვებს მაინც?“ - წერს ცოტნე ანანიძე.

ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა. მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს – გიორგი ჩაკვეტაძე

„ქართული ოცნების" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე  პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანება. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა, პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს წინ ბევრი პროექტი აქვს, რაც  სამშობლოსა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. „ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა.მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს.წინ ბევრი პროექტი გვაქვს, რაც ჩვენი სამშობლოსა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება!“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ბოლო სიახლეები