ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

ნატოს გენერალური მდივანი: ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ

ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ – ჩინეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან იარაღის კონტროლი, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) მიცემულ ინტერვიუში.

„ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ. ჩინეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან იარაღის კონტროლი. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩინეთს მალე მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ექნება, მათ უკვე აქვთ მეორე უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტი, ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი მსოფლიოში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ამრიგად, ნატომ, როგორც ალიანსმა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას იცავს, უნდა უპასუხოს ამ ცვლილებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა გახდა ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები საკუთარ საცხოვრებელ სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს მაცივარში გამავალმა დენმა დაარტყა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც კვლევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლითი პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია.„თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობაა, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებად განიხილავს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომლის მიზანიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებაა.„ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, - განაცხადა მარიკა ზვიადაძემ.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ეფექტიანად აკავშირებს განათლებასა და კვლევით პროცესს, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ.„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე, ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა 6 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი, ასევე, 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, - აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პაატა იმნაძის რეკომენდაცია ცხელ დღეებთან დაკავშირებით

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბექა ძამაშვილი 20 ივინსის საქმეზე: ეს გამოძიების შესწავლის საგანია – რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება კანონის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და ასევე იმას, რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სახელმწიფოს შეუძლია ძალის, სპეციალური საშუალებები გამოყენება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიებაზე საუბარზე.მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე კეთდება.„რაც შეეხება გამოყენებული ძალის პროპორციულობას, ამ მიმართულებით იყო მთავარი მითითებები და შენიშვნები გაკეთებული ევროპული სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გამოძიებამ ეროვნულ დონეზე სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ეს საქმე და გააანალიზოს ამ ოპერაციის დაწყების მომენტიდან რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო სპეციალური საშუალებების ამ ფორმით გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებზე. ეს გამოძიების შესწავლის საგანია - რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა“, - განაცხადა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ბოლო სიახლეები