შაბათი, ივლისი 5, 2025

ნატო ჩხეიძე – მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას

დღეს ნამდვილად დიდი დღეა საქართველოში, რადგან როდესაც ქვეყნის მთავარ მოედანზე ამდენი ადამიანი იკრიბება და თითოეული ადამიანის უკან არის მისი ქუჩა, დაბა, სოფელი თუ ქალაქი, ცხადია, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ქვეყანა მზადაა ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის მუხტი, რაც დღეს აქციაზეა ნიშნავს, რომ ცვლილებების პროცესი დაწყებულია.

„ასეთ ძლიერ თავყრილობებს და ასეთ მძაფრ მუხტს ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადააგორებს ხოლმე იოლად და დღევანდელი ვითარება, მუხტი, ცხადია ნიშნავს, რომ ძალიან ახლოსაა, ერთი ხელის გაწვდენაზეა ის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას უნდა და ერთი წელიწადია უკვე ყოველდღე ელის, მაგრამ დღევანდელი დღიდან აშკარად ჩანს, რადგან ისევ გამოჩნდა ლიდერი. საზოგადოებას აქვს ლიდერის რწმენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთპარტიული მმართველობა მოვა ამის მერე, მაგრამ საზოგადოებას იმისთვის, რომ გაჰყვეს, სჭირდება ლიდერი და ეს ლიდერი ახლა მიხეილ სააკაშვილია. თითქმის ისეთივე განწყობაა ახლა ქვეყანაში, როგორც 2003 წელს. ეს მუხტი მაშინ შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ამ ხალხის წინ მიმავალმა, ახლა კი საკანში მჯდომმა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ფენიქსივით აღდგა და ის მუხტი გადასდო საზოგადოებას“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე.ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.ცნობისთვის, ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს „მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, შეთანხმება არ იყო მიღწეული.”კალასმა მაშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო საქართველოს თემას ივლისში დაუბრუნდებოდა.

ბოლო სიახლეები