ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე – ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.

„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს – შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეს ეროვნული საკითხია, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ და გენოფონდი არ შეგვიმცირდეს – გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

ნარკომომხმარებლებისთვის ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს - თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.ინიციატივის ავტორები ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეროვნულ ამოცანად მიიჩნევენ."პირველ რიგში, ეს არის ეროვნული საკითხი, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირი გაგებით - ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ბუნებრივია, ახლა აქ, ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად ან მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა, მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს გარკვეულ პრობლემებს", - აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

ფეხბურთში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.ტურნირის ბოლო მეოთხედფინალისტები „დორტმუნდი“ (გერმანია), „არსენალი“ (ინგლისი), „ასტონ ვილა“ (ინგლისი) და მადრიდის „რეალი“ (ესპანეთი) გახდნენ.ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდების გზა ფინალამდე განსაზღვრულია და მიმდინარე სეზონში წილისყრა აღარ ჩატარდება.შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:„არსენალი“ – მადრიდის „რეალი“პსჟ – „ასტონ ვილა“ „ბარსელონა“ – „დორტმუნდი“ „ბაიერნი“ – „ინტერი“გუნდებს შორის პირველი მატჩები 8-9 აპრილს, ხოლო განმეორებითი 15-16 აპრილს გაიმართება. ტურნირის ფინალი წელს მიუნხენში 31 მაისს შედგება.

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო.დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა.რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.„რუსეთის აგრესიული ომის მიმართ აშშ-ის პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ, რაც მოიცავდა უკრაინის ღიად დადანაშაულებას მიმდინარე ომში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი როლი როგორც მისმა უდიდესმა დონორმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე, ასევე საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროდეპუტატები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი არის ევროკავშირში.

„დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა” – შალვა პაპუაშვილი

"ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებით მუშაობს."ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები