ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჯერ დაგვაყადაღეს, ახლა ჩხრეკაზე შემოვიდნენ, შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ, ბორკილს დაგადებთ

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ, – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა.

„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა.

მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის.

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები – “რუსებო”; “მონებო”.

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ. უწყების წარმომადგენლებმა ასევე, რამდენიმე აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა იგეგმება სკოლებში სექტემბრიდან-რაც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

რა იგეგმება სკოლებში-სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინდა, ვიყო პაპი, ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი-დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ სურს, ახალი პაპი თავად იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ახალი პაპი თავად სურს, იყოს.ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ უნდა გახდეს, ახალი რომის პაპი.„პაპად? მე მინდა, ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი“, – აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.როგორც ტრამპმა განაცხადა, მას არ ჰყავს კონკრეტული რჩეული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი კანდიდატი, შესაძლოა, ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი იყოს.ცნობისთვის, მომავალ კვირას კარდინალები საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რათა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით, ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, არ ვიცი, ამჯერად საით, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი?...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები