შაბათი, ივნისი 14, 2025

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

ჩვენ რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა ისევ გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე, – ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმას გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე, პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსების გამო ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს.

მისი ვარაუდით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეებით ხელისუფლება ფოკუსის გადატანას ცდილობს.

„გუშინ 19:30 წუთზე დამირეკეს, როდესაც წესით სასამართლო აღარ უნდა მუშაობდეს. საინტერესოა, რომ გუშინ შევიდა სარჩელი სასამართლოში და დღეს ჩანიშნეს პროცესი, ჩქარობს ხელისუფლება, ფაქტია, საქმეში კი სტატუსები დევს – როდესაც მარიამ ლაშხმა „მასონებზე“ გააკეთა განცხადება, რომ მას მათი ხმა ესმის, მაშინ მას „დურა“ ვუწოდე, ბატის „სმაილთან“ ერთად. მარიამ ლაშხმა დაახლოებით 6 თვის წინ დაწერილი ეს პოსტი დღეს ჩათვალა შეურაცხყოფად და დღეს ჩივის. მეორე არის ფოტო, სადაც მარიამ ლაშხის სახლი ჩანს, მეტი არაფერია იმ სტატუსში, განა იმიტომ, რომ ვერ დავწერდი, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ მას „რუსეთის მონას“ ვერ ვუწოდებდი. ასევე დღეს დილით გავიგე, რომ წულუკიანიც მიჩივის, როდესაც მან ანწუხელიძეზე გააკეთა განცხადება, ოთხასოიანი აბრევიატურა დავწერე, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ მე მას ვაგინებდი.

მე მაინც მგონია, რომ რაღაც სხვა თემა იფარება. ერთი შეიძლება იყოს ის, რომ სამი დღის წინ გლდანის პოლიციის სამმართველოში მოქალაქე შემოაკვდათ და შემდეგ შს მინისტრის მოადგილეს ამ ამბის გაჟღერება მოუწია. რა უნოდა რეანიმაციაში, როდესაც წინა ღამით პოლიციაში იყო, არ ავრცელებენ ვიდეოკადრებს, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს და როგორ მდგომარეობაში გამოიყვანეს…

მეორეა ის, რომ დღეს 16:00 საათზე არის მათე დევიძის სასამართლო და არსებობს ვარაუდი, რომ განაჩენი დადგება. ბოლო კვლევები ამბობს, რომ მოსახლეობის 75% აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები გარეთ უნდა გამოუშვან, ანუ ხელისუფლების ამომრჩეველიც ამას ამბობს. ფოკუსის გადატანა უნდათ“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება იმას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბოლო პერიოდში ამოქმედებულ კანონებსა და რეგულაციებს პროტესტზე, ჟორჟოლიანის თქმით, გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

„რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება, მაგრამ ჯარიმებმა ვერ მოკლა პროტესტი და რუსთაველზე გზა ისევ იკეტება. იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, რომ მარიამ ლაშხი მონაა, მაგრამ მაინც დაიწერება. კი „დურაა“ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ „დიფ-სთეითისა“ და მასონების ხმები ესმის და ეს რუსული სიტყვა სპეციალურად არის შერჩეული! ყველას დედაც, ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ აყენებს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის პასუხი შესაბამისი იქნება. მათთვის ახლა წყევლაც პრობლემა გახდა, ამბობენ, რომ მუშაობენ, რომ წყევლაც აიკრძალოს, თუმცა ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და წულუკიანმა მაინც გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე.

კანონი იცავს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირს, ანუ ეს კანონი, რომელიც მიიღეს რიგით მოქალაქეს არ იცავს. კანონი მიიღეს საკუთარი თავისთვის, ჩვენ მოქალაქეები თავს ამ კანონით ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები