ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

ნანა კაკაბაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ჰააგაში არ განხილულა და ვერც გაიხილებოდა

ჰააგის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ომი იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და არა საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. ეს დადასტურებული ფაქტია.პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ამ საკითხს სხვა კუთხით იხილავს, რომ რამ გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ აგვისტოს ომზე საუბრისას.

მისივე თქმით, დასადგენია, ომში ჩაბმა იყო საქართველოს ინტერესებში, რათა კონსტიტუციური წესრიგი აღმდგარიყო, თუ იყო კიდევ სხვა, მერკანტილური ინტერესებიც. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ სხვა ინტერესებიც იყო.

„ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, ეს აინტერესებს საქართველოს ისტორიას სამომავლოდ და ამას აკეთებს დღევანდელი პარლამენტი ამ კომისიით, ამ თემის გამოძიებით, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა ქვეყანა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ჰააგაში არ განხილულა და ვერც გაიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტმა თავისი ჩარევით შეძლოს და შექმნას ის ისტორია, ნამდვილი ისტორია, რომელიც ამ ფაქტს თან ახლდა. აქედან გამომდინარე, არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ითქვას, ეს არის ის ისტორიული პროცესი, რომელიც ჩემი არსებობის განმავლობაში, მე არც მახსოვს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო."მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს - გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც "უდავს" ეძახიან - მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნიბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა - სოლიდარობა.ხოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.და ხო, "დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!"საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!ბო ლო მდე !“ - წერს ბაია პატარაია.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ის გახლავთ პარლამენტის მოქმედი წევრი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებიული აქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა, წარმატება ვუსუსრვო მას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.ოხანაშვილი აქამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ახალი სამინისტროს ჩამოყალიბების თაობაზე შესაბამისი კანონპრეოექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანო კი მას 15-18 აპრილს განიხილავს.

შალვა პაპუაშვილი – „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, რომ ევროპული დედაქალაქებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან

როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას.„საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები