შაბათი, ოქტომბერი 3, 2026

ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: „არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს! – ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ კანონდამრღვევების წინააღმდეგ

ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულები არიან, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციები, მაგრამ უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში. ქვეყნის აყირავების, დესტაბილიზაციის, ომის მოწოდების, პოლიციის დაწვის, ქონების განადგურების საქმეში, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

კაკაბაძის თქმით, საქართველო მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც მსგავსად ესმოდეს, ანუ ისე, რომ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი იყოს და არა ცალმხრივი.

„არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს!
რა არის ევროპული წესები

„თავისუფალი ერების ნებაყოფლობით გაერთიანებას ეწოდება საბჭოთა კავშირი“ – ასე ეწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში.

ევროკავშირი არის „თავისუფალი ერების ნებაყოფლობითი გაერთიანება“ – ასე წერია ევროკავშირის დამფუძნებელ დოკუმენტში.

ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საბჭოთა კავშირისთვის ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო და იქ ნებაყოფლობით არავინ ერთიანდებოდა, ისევე, როგორც, მიუხედავად კონსტიტუციაში დაფიქსირებული უფლებისა, ნებაყოფლობით საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებაც მხოლოდ ფიქცია იყო. ამიტომაც მივისწრაფოდით თავისუფალ, დემოკრატიულ დასავლეთში, სადაც შესვლაც ნებაყოფლობითია და იქიდან გასვლაც, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. თუმცა, ევროკავშირს თავის შემადგენლობაში მისაღებად საკუთარი პირობები გააჩნია. ამ პირობებს საქართველო თითქმის 30 წელია ასრულებს, თუმცა არა ბრმად და მონურად, არამედ საკუთარი იდენტობის, ტრადიციებისა და სუვერენიტეტის დაცვის გათვალისწინებით. ჩვენი წარმოდგენით, ევროკავშირიც დამოუკიდებელი ქვეყნების დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ერების თვითმყოფადობის დაცვის მომხრეა.

შარშან, დეკემბერში, ხომ ამიტომაც მიიღო „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.

ჩვენც გულუბრყვილოდ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად ჩვენც უნდა გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნების აქტივობის გამჭვირვალობის დაცვაზე, მაგრამ თურმე მთლად ეგრე არ ყოფილა საქმე.

ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ მხოლოდ რუსეთის და ჩინეთისგან წამოსული ფულის გამჭვირვალობით უნდა დაინტერესდეთ, თქვენ კიდევ ყველა ქვეყნიდან წამოსული ფულის გამჭვირვალობა მოინდომეთო? არ გაბედოთ, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო.
მკაცრად გვეუბნებიან, ჩემს ოჯახში თუ გინდა, „აქოური წესები“ უნდა დაიცვაო!

გევიგეთ! მაგრამ როდესაც პასუხობ, „ეგ წესები იმთავითვე დავიცავი, როცა კარზე მოგიკაკუნე, რეკომენდებული ბევრი კანონი მივიღე, კონსტიტუციაც ევროპულ სტანდარტებს შევუსაბამე და დღესაც იმ კანონის მიღებას ვაპირებ, რომელიც აშშ ში თითქმის 100 წელია მუშაობს, შენ წევრ ზოგიერთ ქვეყნებშიც მუშაობს, დანარჩენი წევრი ქვეყნებისთვის მისაღები და კარგია“.

იქიდან პასუხად მოდის, რომ ეგ კანონი, თქვენ ქვეყანას აწყენსო. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ ვერა ვარ თავისუფლების, დემოკრატის, აზროვნების და ზოგადად, განვითარების ხარისხით მათ დონემდე ასული და ამიტომაც, ჯერ ვერ გავუტოლებ მათ თავს.

ასეთი მიდგომით, ჩემი ქვეყნის ღირსება და სუვერენიტეტი ისევე ილახება, როგორც ეს საბჭოეთის დროს ხდებოდა, ოღონდ არაპირდაპირი, შემოვლითი გზით, „მეგობრულად“, „პარტნიორულად“, „ჩემი კეთილდღეობის“ საფარ ქვეშ.
სსრკ-ში მე აღმოვჩნდი დაპყრობის შედეგად და გაცნობიერებული მქონდა, რომ ჩემი სუვერენიტეტი იყო დარღვეული. შენთან მე მოვდივარ ნებით და მესმის ისიც, რომ კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიაში უნდა მქონდეს, მაგრამ თურმე ჰარმონიულობა ჩვენ და თქვენ სხვადასხვაგვარად გვესმის.

ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულები არიან, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციები, მაგრამ უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში. ქვეყნის აყირავების, დესტაბილიზაციის, ომის მოწოდების, პოლიციის დაწვის, ქონების განადგურების საქმეში.

თურმე, ჩვენ, როგორც მეორეხარისხოვან სახელმწიფოს, არ გვეპატიება არაფერი, თუნდაც კანონიერი ქმედებები, თურმე ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც, დეპოლარიზაციაც, პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებებიც, ჩვენთან არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო მათთან არც კორუფციაა (გავიხსენოთ გახმაურებული კორუფციის ფაქტები ევროსტრუქტურებში), არც დეპოლარიზაცია, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი (აშშ-ში წინა პრეზიდენტიც ბრალდებულია და მოქმედის იმპიჩმენტსაც მოითხოვენ), ამიტომ მათ უნდა გვასწავლონ ყველაფერი.
ყველამ დავინახეთ, თუ როგორი მკაცრია აშშ-ს „ფარას“ კანონი. როდესაც საქართველოდან შესულ ყველა ცენტზე ანგარიში წარადგინა სააკაშვილის ლობისტურმა კომპანიამ, ისინი არათუ დეტალურად აისახა ანგარიშში, არამედ თანხის მიმღებებმა ცალ-ცალკე აღწერეს, თუ რომელ შეხვედრაზე რა საკითხი განიხილა, რომელ ზარზე (საქართველოში აშშ ს საელჩოში) რა კითხა დასვა და რა პასუხი მიიღო. რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს, რისი ლობირება უნდა გაეწიათ და ა. შ. ამ ფონზე, წარმოვიდგინოთ, რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს ხელისუფლებას, თუ გარედან დაფინანსებული ტრენერები ტრენინგების დროს ასწავლიდნენ ამერიკელ მოქალაქეებს, როგორ ეფექტურად უნდა მოხდეს მასების მობილიზება კაპიტოლიუმის დასალაშქრად და რა მეთოდები უნდა გამოიყენონ, ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
მოკლედ, ჩვენ მხოლოდ იმას მოვითხოვთ, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც ჩვენს მსგავსად ესმოდეს, ანუ ისე, რომ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი იყოს და არა ცალმხრივი.

P.S. არა „რუსულ კანონს“! კი ფარას (FARA) იდენტურ კანონს!“, – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა – მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ – ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

გიორგი კახიანი – ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო, დაახლოებით ასეა ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ

ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ს კვლევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია მათი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე.„ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, ამ ყველაფერს უმალავენ საზოგადოებას. ფაქტია, რომ კვლევა ჩატარებულია ცოტახნის წინ, ეს კვლევა ფაქტია ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ ველზე.კვლევაში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიანი მმართველობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია ხელისუფლებისადმი ნდობა შემცირდეს, მაგრამ პირიქით, ხდება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. ამას მარტივი ახსნა აქვს, ამ ურთულეს პერიოდში ემხრობა და საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ვხედავთ ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია, ესეც მათი მავნებელი საქმიანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კახიანმა.

ბოლო სიახლეები